ზუსტად 31 წლის წინ, 1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. 1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელმა ყრილობამ საბჭოთა კავშირის ფედერაციიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლად არსებობის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ეტაპობრივად, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესების პარალელურად, დამოუკიდებლის სტატუსით პირველი მატჩის ჩატარებაც შეძლო. ეს 27 მაისს მოხდა, როცა სფფ-ს თხოვნას ამხანაგურ […]