ოფიციალურად – გოდინი იტალიურ გრანდში გადავიდა!
მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელი კაპიტანი, დიეგო გოდინი, მილანის “ინტერს” მოელაპარაკა და იტალიურ გუნდთან კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა. ტანმაღალი მცველი, “ნერაძურიში” სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და კარიერას “სან სიროზე” გააგრძელებს. გოდინი მადრიდულ კლუბში, 2010 წელს “ვილიარეალიდან” გადავიდა და კლუბთან ერთად რამდენიმე ტიტულიც მოიგო. მათ შორის ლა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი და ორი ევროპა ლიგა, რაც შეეხება […]
მსოფლიო ჩემპიონი საავადმყოფოში გადაიყვანეს!
მადრიდის “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების მცველი, ლუკას ჰერნანდესი კუჭის მიდამოში მწვავე ტკივილების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით 22 წლის მცველს ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა და იგი “ეიბართან” ამ წუთებში მიმდინარე მატჩს ტოვებს, მადრიდელთა მწვრთნელის დიეგო სიმეონეს გადაწყვეტილებით, ჰერნანდესს დიეგო გოდინი ცვლის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკოსთან” გასამართი მატჩის გამო უნდა დაესვენა. ლუკას ჰერნანდესმა, ეროვნული ნაკრების რიგებში, […]
ჩემპიონთა ლიგის ტოპ 10 მომენტი ბოლო ათწლეულში
კორონავირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ უდიდესი გავლენა სპორტზეც იქონია: ყველა მთავარი ტურნირი, რომელიც სპორტის მოყვარულების ინტერესს იწვევდა, გადადებულია. უფეხბურთობის ჟამს, გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ათწლეულის 10 გამორჩეული და დაუვიწყარი მომენტი. 10. ლუკას მოურას ჰეთ-თრიკი “აიაქსის” წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სრულიად მოულოდნელად, ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ლონდონელებმა, სახლში 0:1 დათმეს. განმეორებითი შეხვედრა ამსტერდამში გაიმართა: “აიაქსმა” […]
კონტემ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც აღარ სჭირდება
ანტონიო კონტეს, რომ საკუთარ გუნდებში ძირეული ცვლილებების გაკეთება უყვარს ეს ახალი არ არის. “ინტერში” დიდი ცვლილებები იგეგმება. იტალიელმა სპეციალისტმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლების ხილვაც გუნდში აღარ სურს. გოდინი, ვესინო, ბირაგი, გალიარდინი, მოზესი, ესპოსიტო. რაც შეეხებათ სენსის და შკრინაერს, ჯერჯერობით არც ისინი არიან მყარ პოზიციაზე. ყველაფერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.