გასული შაბათ-კვირა ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა და ბრაზილიელი ჟოზე ალდოს დამარცხება შეძლო. იმავე დღეს, იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა – 2 მატჩში გატანილი 3 გოლით, ქართველი ტალანტი სერია A-ს ბომბარდირთა რიგებს ჩაუდგა სათავეში. დვალიშვილისა და კვარაცხელიას შესანიშნავ ასპარეზობას გამოეხმაურა გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი […]