მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა და საუკეთესო 8 ნაკრებს შორის ადგილი მოიპოვა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ახალგაზრდა თავდამსხმელი, გონსალუ რამოში იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. საინტერესოა, რომ 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი 5 ოქროს ბურთის მფლობელის, კრიშტიანუ რონალდუს […]