ლა ლიგის მე-18 ტურში ,,გრანადამ” ,,მალიორკას” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში 39 წლისა და 241 დღის ასაკში ჰეთთრიკი გაიფორმა ხორხე მოლინამ – შედეგად, თავდამსხმელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. მოლინამ ხოაკინ სანჩესის რეკორდი გააუმჯობესა – ,,ბეტისის” შემტევმა 2019 წელს ,,ატლეტიკოს” ჰეთთრიკი 38 წლისა და 140 დღის […]