ბორჯღალოსნებს გრემ როუნთრის შემდეგ მილტონ ჰეიგიც ტოვებს?!
იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგმა შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას, სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი ავრცელებს. Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში რიჩ ფრიმენი აღნიშნავს: “სხვადასხვა სანდო წყაროსგან გავიგე, რომ “სანტორიმ” მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგი შეარჩია, რომელიც იაპონურ სარაგბო კლუბს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ასევე […]
გრემ როუნთრი მანსტერის ფორვარდებს გაწვრთნის
ბორჯღალოსანთა შერკინების მწვრთნელმა, გრემ როუნთრიმ “მანსტერთან” გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როუნთრი “მანსტერს” შეუერთდება. “მანსტერთან” გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი ირლანდიური სარაგბო კლუბის ფორვარდებს 2022 წლის ივნისამდე გაწვრთნის. “უზომოდ მოხარული ვართ, რადგან ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო და გრემთან ხელშეკრულება გაფორმდა. უკანასკნელი 1 თვის მანძილზე ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით […]
“საქართველო – ევროპის პასუხი კუნძულელებს” – ბრიტანულმა “Telegraph-მა” ბორჯღალოსნებს ვრცელი სტატია მიუძღვნა
შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისში იმყოფება სადაც ქვეყნის მთავარ ნაკრებთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს. ამასთან დაკავშირებით Telegraph.co.uk-მა ქართული რაგბის პერსპექტივებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. “საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგზე დაყრდნობით საფრანგეთში 250-მდე ქართველი ბურჯი თამაშობს. გასულ ოქტომბერში ჰეიგი საფრანგეთის ტოპ 14-ის მატჩს უყურებდა, სადაც “გრენობლის” შემადგენლობაში მოთამაშე სახელად ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, რომლის გვარიც […]
„მსოფლიო რაგბის“ ინტერვიუ გრემ როუნთრისთან
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, World Rugby-მ ბორჯღალოსანთა ინგლისელ შერკინების მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა. 47 წლის სპეციალისტს ინგლისის ნაკრებში 54 კეპი აქვს მოხვეჭილი, მონაწილეობა მიიღო ორ მსოფლიო თასზე, ‘ლესთერ თაიგერსის’ კვართი 398 მატჩში მოირგო, ორჯერ ითამაშა „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების’ შემადგენლობაში; მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და 2007-2015 წლებში ინგლისის ნაკრების […]