ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებითი მატჩი, რომელშიც “გრემიო” – “რივერ პლეიტს” დაუპირისპირდა, დრამატულად დასრულდა. ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, “რივერ პლეიტი” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. განმეორებით მატჩში, “გრემიო” 36-ე წუთზე დაწინაურდა და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალში ბრაზილიური კლუბი გავიდოდა. შეხვედრის 82-ე წუთზე ბორემ წონასწორობა აღადგინა, 95-ე წუთზე “გრემიოს” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი […]