ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
“სარბიელის” მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს […]
გურამ კაშია: “დამიჯერეთ, ნიჭიერი ქართველები ევროპას დაიპყრობენ”
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გასვლის საქმეში გადამწყვეტი შეხვედრა ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებთან ელის. გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში პირველ პოზიციას გაინაღდებს, თუმცა პარალელურ შეხვედრაზე (ბელგიასა და პორტუგალიას შორის) სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ფრე ან მარცხიც კი ეყოს. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, […]
გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
სლოვაკეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა თავად სლოვაკეთის ჩემპიონატის მოთამაშეებმა მიიღეს. “სლოვანიდან” ქართველების გარდა, სიმბოლურ გუნდში უმცროსი ვლადიმირ ვაისიც მოხვდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “სლოვანი” სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის, საჩემპიონო ჯგუფში, “ბისტრიცასა” და “სლოვანის” დაპირისპირება შედგა – ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად […]
კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ
გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე, “სლოვანთან” ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის, საჩემპიონო ჯგუფში, “ბისტრიცასა” და “სლოვანის” დაპირისპირება შედგა – ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად მოსაპოვებლად, “სლოვანს” მხოლოდ ქულის მოპოვება ესაჭიროებოდა, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა. მატჩში შეუცვლელად იასპარეზა ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ კანკავა და კაშია ზედიზედ […]
ჯაბა კანკავა და გურამ კაშია შემდეგ სეზონშიც სლოვანში ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ბრატისლავის “სლოვანთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებენ. ამასთან დაკავშირებით, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ უმცროსმა განაცხადა. “ვლადკო ვაის უმცროსი ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ჩვენი თეთრი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით ამ სეზონში, ის ნათლად აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრის შემოთავაზება შეუძლია უმაღლეს დონეზეც კი, როგორიცაა ევროპული თასების მატჩები […]
გურამ კაშია: “ვიცით რა დევს სასწორზე და ვეცდებით სამი ქულა დავიტოვოთ”
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ “სპარტაკ ტრნავასთან” დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. 35 წლის ცენტრალურმა მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მოპოვებისკენ მიმავალ გზაზე დერბიში გამარჯვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მნიშვნელოვანია, რომ ბრატისლავის “სლოვანი” “ტრნავას” ოთხი დღის განმავლობაში ორჯერ დაუპირისპირდება – პირველად ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს საშინაო კედლებში, ფორტუნა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით […]
სლოვაკეთის თასის 1/2ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა “სკალიცასა” და ბრატისლავის “სლოვანს” შორის დრამატული გამოდგა და ფინალისტის ბედი დამატებით ტაიმებში გადაწყდა. მას შემდეგ, რაც საშინაო კედლებში მოქმედმა ჩემპიონმა 2:1 იმარჯვა, ამჯერად, მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდა და ძირითად დროში 2:3 დამარცხდა. მატჩმა დამატებით ტაიმებში გადაინაცვლა და გამარჯვების გოლის გატანა 93-ე წუთზე, ჯაბა კანკავამ მოახერხა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გოლის გატანა […]
საუკეთესოები შეხვედრაში – რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა ბანსკა-ბისტრიცასთან მატჩში?
სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბრატისლავის “სლოვანმა” “დუკლა ბანსკა-ბისტრიცა” – 4:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველმა ითამაშა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯაბა კანკავამ 35-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა, 73-ზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რაც შეეხება გურამ კაშიას, მან მორიგი მშრალი მატჩი […]
გურამ კაშია: “ხვალინდელი მატჩი ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება”
ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა. “ფეხბურთელების შესაძლებლობების შესახებ კარგად მოგვეხსენება. იმის მიუხედავად, რომ მათი ინდივიდუალური ვიდეოები ჯერ არ გვინახავს. ვფიქრობ, რომ გუნდურად მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ. ჩემი მოვალეობა თავდამსხმელების გაჩერებაა და ამისთვის მზად ვარ. ბათუმთან ძალიან კარგი მოგონება […]
გურამ კაშია: “ამბიცია და ოცნება უნდა გვქონდეს და ისე ვითამაშოთ, როგორც ერთა ლიგაზე”
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ წლის პირველი მატჩების წინ კომენტარი გააკეთა და მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა. “თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ. გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზეა, ჩვენს მომზადებაზეა […]
ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა?!
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ხმის მიცემის პროცედურაში საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებდნენ მონაწილეობას. ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების […]
რომელ გუნდებს დაუპირისპირდებიან ქართველები კონფერენს ლიგაზე?
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში მდებარე უეფას ევროპის კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც იმ კლუბების მეტოქეები გახდა, ცნობილი, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბახი”, რომელიც ტურნირზე უეფას ევროპა ლიგიდან გადმოერთო, ბელგიურ “გენტს” დაუპირისპირდება, ხოლო ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის “ლეხი” ნორვეგიულ “ბოდო/გლიმტს” დაუპირისპირდება. რაც შეეხება გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას, გიორგი ჩაკვეტაძის და ვლადიმირ […]