გურამ პაპიძის ლელო ბაიონასთან | VIDEO
საფრანგეთის TOP 14-ის 21-ე ტურის შეხვედრაში, “ბაიონასა” და “პოს” დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 20:30 დასრულდა. “ბაიონას” რიგებში არ უასპარეზია კოტე მიქაუტეს – “პოს” ტრადიციულად ბექა გორგაძემ უკაპიტნა, ხოლო გურამ პაპიძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და 72-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი ლელო დადო. “ბაიონას” წინააღმდეგ მოპოვებული პრინციპული გამარჯვების შემდეგ, “პომ” გასავარდნ ზონას თავი დააღწია და […]
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
ახალი წლების წინა და მომდევნო დღეეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს. ტოპ 14. მე-14 ტური 30 დეკემბერს ‘ბორდომ’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებში პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გელა აფრასიძეს. წინასაახალწლოდ, 31 […]
ქართველი მორაგბეების მორიგი აღიარება
საფრანგეთის ელიტური სარაგბო საკლუბო ჩემპიონატის მე-14 ტურში, საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. ტოპ 14-ის მე-14 ტური ქართველი მორაგბეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა, რომელთაც აღიარება მოიპოვეს. ყაულაშვილი და გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა მიგვაჩვიეს, რომ საკუთარ კლუბებში საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობენ, რის გამოც, ხშირად ტოპ 14-ისა და Pro D2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში ხვდებიან. […]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში ‘რასინგ 92’-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა 38:43 დამარცხდა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 12 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება. 34-ე წუთზე, ხელდახელ სწრაფი შეტევისას მან რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]
საუკეთესო ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი, რომელიც სანაკრებო და საკლუბო დონეზე არაერთ განსაკუთრებულ სარაგბო მატჩს გაუძღვა, კიდევ ერთხელ დააფასეს. ამაშუკელი ამჯერად ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას მოემსახურება, რომელშიც “რასინგი” “ლა როშელს” შეერკინება. ჩემპიონთა თასის ნახევარფინალის ფრანგულ დაპირისპირებას, ინგლისელი არბიტრი მეთიუ ქერლი გაუძღვება. კიდის არბიტრებათ ნიკა ამაშუკელი და ლუკ პირსი დასახელდნენ. ხოლო ვიდეო რეფერის მოვალეობას ასევე […]
ლეგიონერები | გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
“ლა როშელის” ბურჯმა გურამ პაპიძემ, ტოპ 14-ის მეოთხე ტურში “ბიარიცს” ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი “ლა როშელს” ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე “ლა როშელის” რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე […]