“ნამდვილი ომი” – ელვეს ბრენერი ქუთათელაძესთან ბრძოლაზე საუბრობს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ელვეს ბრენერის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. “ქართველი ვიკინგი” ბრაზილიელმა მეტოქემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორი რაუნდის განმავლობაში ქუთათელაძე დომინირებდა, რაც შემდგომ მსაჯების შეფასებებშიც გამოიხატა. ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ელვეს ბრენერმა, რომელმაც გურამი შეაქო და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. “ნამდვილი ომი. მადლობა ბრძოლისთვის! ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ. შენთან ოქტაგონის […]
გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 2 ივლისს დაუბრუნდება
“ქართველი ვიკინგი” გურამ ქუთათელაძე საქმეში ბრუნდება. ამის შესახებ მებრძოლმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. “ქართველი ვიკინგი” დაბრუნდა. 1 ივლისი, ლას ვეგასი, UFC Fight Night 134.” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამის მეტოქე ჩარლზ ოლივეირას თანაგუნდელი ელვეს ბრენერი იქნება. შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძე მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართველი ვიკინგი” ოქტაგონზე ტრავმის გამო არ გამოვიდა, […]
“ბრძოლას ვიზის პრობლემების გამო ჩავეხსენი” – გურამ ქუთათელაძე
როგორც უკვე მოგეხსენებათ, გურამ ქუთათელაძე მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართველი ვიკინგი” ოქტაგონზე ტრავმის გამო არ გამოვიდა, თუმცა, ეს სიცრუე აღმოჩნდა. როგორც თავად გურამი ამბობს პრობლემები ვიზის გამო შეექმნა. “ბრძოლას ტრავმის გამო არ ჩავხსნილვარ, ეს ვიზის პრობლემების გამო მოხდა. ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ვარ. ახალი ბრძოლის თარიღზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ. […]
გურამ ქუთათელაძე მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამ ქუთათელაძე UFC 289-ზე აღარ იბრძოლებს. “ქართველი ვიკინგი” მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ ქართველისა და ავსტრალიელის ბრძოლა 4 ივნისს იყო ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქუთათელაძე ბრძოლას ოქტაგონზე გასვლამდე გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ UFC 283-ზე ქუთათელაძისა და მოიზესისა დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. ბრძოლა 21 იანვარს […]
UFC-ის ცხელი ზაფხული – საჩემპიონო ბრძოლები ივლისსა და აგვისტოში
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში UFC-ის ორი გამორჩეული ივენთი გაიმართება, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირებაც შედგება. ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო 30 ივლისს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. UFC 291-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, რომელშიც დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება შედგება. […]
გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე ჯეიმი მალარკი იქნება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე ავსტრალიელი მებრძოლი ჯეიმი მალარკი იქნება. მათი დაიპირსპირება UFC Vegas 74-ზე გაიმართება, რომელიც 4 ივნისს არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ Frontkiсk.online-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამის მეტოქე ჯონ მაკდესი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა. მალარკის UFC-ში უკვე 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული საიდანაც 4 მოიგო. ავსტრალიელმა […]
გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ივნისში დაბრუნდება
Frontkiсk.online-ს ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. “ქართველი ვიკინგის” მოწინააღმდეგე ჯონ მაკდესი იქნება და აღნიშნული ბრძოლა UFC 289-ზე, 10 ივნისს გაიმართება. კანადელ მებრძოლს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან ოქტაგონი გამარჯვებულმა 8-ჯერ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მაკდესის 8-დან 4 ორთაბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ UFC 283-ზე ქუთათელაძის და მოიზესისა დაპირისპირებაუნდა შემდგარიყო. ბრძოლა […]
გურამ ქუთათელაძე ტიაგო მოიზესთან ბრძოლას ჩაეხსნა
UFC 283-ზე ჩანიშნული მოიზესისა და ქუთათელაძის დაპირისპირება აღარ შედგება. ბრძოლა 21 იანვარს ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროში იყო ჩანიშნული. ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Ag Fight ავრცელებს. მათი თქმით, ქართველი ბრძოლას გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაეხსნა. შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე (12-3) მის ბოლო ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა […]
ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში
2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, […]
გურამ ქუთათელაძის მეტოქე ტიაგო მოიზესი იქნება | ბრძოლა UFC 283-ზე გაიმართება
2023 წლის 21 იანვარს, ბრაზილიის ქალაქი რიო-დე ჟანეირო UFC 283-ს უმასპინძლებს, სადაც გურამ ქუთათელაძე იასპარეზებს. “ქართველი ვიკინგის” მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Eurosport-ის ჟურნალისტი მარსელ დორფი ავრცელებს. მოიზესმა (16-6) მის ბოლო ბრძოლაში ხრისტოს გიაგოსი დაამარცხა და რეკორდი გაიუმჯობესა. სამხრეთ ამერიკელმა 16 გამარჯვებული ორთაბრძოლიდან 10 ვადაზე ადრე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტიაგო გურამის ყოფილი მეტოქის, […]
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]