გურამ ქუთათელაძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში გაიმარჯვა (ვიდეო)
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
“ნამდვილი ომი” – ელვეს ბრენერი ქუთათელაძესთან ბრძოლაზე საუბრობს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ელვეს ბრენერის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. “ქართველი ვიკინგი” ბრაზილიელმა მეტოქემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორი რაუნდის განმავლობაში ქუთათელაძე დომინირებდა, რაც შემდგომ მსაჯების შეფასებებშიც გამოიხატა. ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ელვეს ბრენერმა, რომელმაც გურამი შეაქო და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. “ნამდვილი ომი. მადლობა ბრძოლისთვის! ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ. შენთან ოქტაგონის […]
გურამ ქუთათელაძის კომენტარი გამარჯვების შემდეგ
18 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლა გამართა პოლონელ მატეუშ გამროტისთან. აქამდე ქართველი მებრძოლის მეტოქეს MMA-ის წესებით 17 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და დაუმარცხებელიც იყო. რაც შეეხება გურამს, მას 13 ბრძოლა ჰქონდა გამართული და აქედან 8 ზედიდზედ – მოგებული. 18 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა, თუმცა მან ბრძოლის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა: […]
გურამ ქუთათელაძის მეტოქე ტიაგო მოიზესი იქნება | ბრძოლა UFC 283-ზე გაიმართება
2023 წლის 21 იანვარს, ბრაზილიის ქალაქი რიო-დე ჟანეირო UFC 283-ს უმასპინძლებს, სადაც გურამ ქუთათელაძე იასპარეზებს. “ქართველი ვიკინგის” მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Eurosport-ის ჟურნალისტი მარსელ დორფი ავრცელებს. მოიზესმა (16-6) მის ბოლო ბრძოლაში ხრისტოს გიაგოსი დაამარცხა და რეკორდი გაიუმჯობესა. სამხრეთ ამერიკელმა 16 გამარჯვებული ორთაბრძოლიდან 10 ვადაზე ადრე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტიაგო გურამის ყოფილი მეტოქის, […]
ცნობილია რა ოდენობის თანხა მიიღო ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის შემდეგ
18 ოქტომბერს UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგა. გურამ ქუთათელაძე დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. როგორც ცნობილია, ქუთათელაძემ პოლონელი მებრძოლის დამარცხებისთვის 73 500 დოლარი მიიღო. 23 500 დოლარი გურამმა შეხვედრის ჩატარებისთვის, გამარჯვებისთვისა და სპონსორის ბონუსებით მიიღო. ხოლო, იმის გამო, რომ ბრძოლას დღის გამორჩეული სანახაობის სტატუსი მიენიჭა, UFC-მ 28 […]
ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში
2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, […]
ბრიტანელი მებრძოლი: “არ მიკვირს, რუსები ქართველებს რომ ატერორებენ”
ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ახალწვეული, პედი პიმბლეტი გამოიწვია. საპასუხოდ, ბრიტანელი მებრძოლისგან მან უხეში პასუხი მიიღო. 26 წლის პიმბლეტმა შეურაცხყოფა როგორც გურამს, ასევე ქართველ ხალხს მიაყენა. თავდაპირველად, ქუთათელაძემ ბრიტანელი სოციალური ქსელით გამოიწვია: “შონ შელბი, მომეცით შესაძლებლობა მივესალმო თქვენს სუპერვარსკვლავს და ვნახო, თუ რამდენად ძლიერია ის.” @seanshelby please , let me welcome your new superstar @paddythebaddy to […]
გურამ ქუთათელაძე ტიაგო მოიზესთან ბრძოლას ჩაეხსნა
UFC 283-ზე ჩანიშნული მოიზესისა და ქუთათელაძის დაპირისპირება აღარ შედგება. ბრძოლა 21 იანვარს ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროში იყო ჩანიშნული. ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Ag Fight ავრცელებს. მათი თქმით, ქართველი ბრძოლას გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაეხსნა. შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე (12-3) მის ბოლო ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა […]
ქუთათელაძე: “ის უღირსი ადამიანია და ფიქრობს, რომ ტვიტერის პოსტის წაშლით სიტყვები უკან მიაქვს”
გურამ ქუთათელაძემ მასსა და ბრიტანელ მებრძოლ პედი პიმბლეტს შორის არსებულ კონფლიქტზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველმა UFC-ის ახალწვეული სოციალური ქსელით გამოიწვია, საპასუხოდ კი მისგან შეურაცხყოფა მიიღო. გარდა ამისა, ბრიტანელმა ქართველებს ყალბი რუსები უწოდა და თქვა, რომ რუსების მიერ ქართველების ტერორი არ უკვირს. ქუთათელაძე წერს, რომ პედი პილბლეტი უღირსი ადამიანია, ის კი […]
გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ივნისში დაბრუნდება
Frontkiсk.online-ს ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. “ქართველი ვიკინგის” მოწინააღმდეგე ჯონ მაკდესი იქნება და აღნიშნული ბრძოლა UFC 289-ზე, 10 ივნისს გაიმართება. კანადელ მებრძოლს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან ოქტაგონი გამარჯვებულმა 8-ჯერ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მაკდესის 8-დან 4 ორთაბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ UFC 283-ზე ქუთათელაძის და მოიზესისა დაპირისპირებაუნდა შემდგარიყო. ბრძოლა […]