სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ივნისი 22, 2023
0
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში, ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ბექა მიქელთაძე კარიერას “გვანგჯუს” რიგებში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის წარდგენა, კლუბის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მოხდა. მიქელთაძე 99 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. შეგახსენებთ, 25 წლის ბექა მიქელთაძე 2021 წლის ზაფხულში ავსტრალიურ “ნიუკასლ ჯეტსს” შეუერთდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 19 გოლის გატანა შეძლო.