ავთანდილ ჭრიკიშვილი ოსაკას გრანდ სლემს ტრავმის გამო გამოტოვებს
ხვალ, 23 ნოემბერს, ოსაკას გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს სახელით 8 ფალავანი იასპარეზებს. ნაკრების განაცხადში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც სამწუხაროდ ოსაკას გრანდ სლემზე ვეღარ გამოვა, რადგან მას ტრავმა აწუხებს. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა, ჰააგის გრანდ პრიზზე 1/4 ფინალში ჭიდაობის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვეღარ განაგრძო. ჭრიკიშვილის ტრავმას სოციალურ ქსელში ადასტურებს მისი ცოლი და […]
ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ჰააგის გრანდ პრიზს გამოეთიშნენ
დღეს, 18 ნოემბერს სტარტი აიღო ნიდერლანდების ქალაქ ჰააგში ძიუდოს გრანდ პრის ბოლო, მე-3 დღემ, სადაც საქართველოს სახელით -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდნენ. სამწუხაროდ, 1/4 ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ტატამზე არ გამოცხადდა და შეჯიბრიდან მოიხსნა, ხოლო რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, იგი 1/4 ფინალში ბელგიელი ჟუაკიმ ბოტიეაუსთან ბრძოლაში 1:34 […]
ვაჟა მარგველაშვილი ჰააგას გრანდ პრიზის გამარჯვებულია! (ვიდეო)
16 ნოემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში სტარტი აიღო გრანდ პრიზმა ძიუდოში, სადაც საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ დღეს, საქართველოს სახელით, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ებრაელი ბაშურ შმაილოვი დაამარცხა და ჰააგის გრანდ პრიზის გამარჯვებული გახდა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (-81 კგ) იჭიდავებენ.
ვაჟა მარგველაშვილი ჰააგის გრანდ პრიზის ფინალშია!
16 ნოემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში სტარტი აიღო გრანდ პრიზმა ძიუდოში, სადაც საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ დღეს, საქართველოს სახელით, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა 1/2 ფინალში მოლდოველი დენის ვიერუ დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში კი მისი მეტოქე ებრაელი ბარუშ შმაილოვი იქნება.
ვაჟა მარგველაშვილი ჰააგის გრანდ პრიზის მეოთხედფინალშია!
16 ნოემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში სტარტი აიღო გრანდ პრიზმა ძიუდოში, სადაც საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ დღეს, საქართველოს სახელით, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა 1/8 ფინალში ესპანელი დავიდ ტორნე გარსია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბოსნიელი პეტარ ზადრო იქნება.