ის, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და ბელგიურ მედიაში აქტიურად საუბრობდნენ, საბოლოოდ ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებს. 22 წლის ქართველმა ტალანტმა ბელგიური “გენტი” დატოვა და სლოვაკეთის საუკეთესო კლუბს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ხოლო გუნდის ლიდერები ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და […]