ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა, ქვეყნის ფეხბურთის კავშირმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო: ,,მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ჩვენს ქვეყანაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. როგორც გუნდს, შეგვიძლია, რომ იმაზე ბევრად მეტს მივაღწიოთ, ვიდრე ეს კატარში გავაკეთეთ,” – განაცხადა ფლიკმა. ჰანსი ფლიკი გერმანიის ეროვნული ნაკრების […]
მუნდიალი 2022 | ფლიკმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა: მეკარეები: მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი. მცველები: არმენლ ბელა კოჩაპი, მატიას გინტერი, კრისტიან გიუნტერი, ტილო კერერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ანტონიო რუდიგერი, ნიკო შლოტენბერგი, ნიკლას ზულე. შეტევა: კარიმ ადეიემი, იულიან ბრანდტი, ნიკლას ფულკრუგი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი, კაი […]
გიუნდოგანის მასტერკლასი სიტის 16-წლამდელთა გუნდს
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გერმანელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგ სამწვრთნელო უნარებს ავლენს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ილქაის უეფას B კატეგორიის ლიცენზია აქვს აღებული. ლიცენზიის მიღების პროცესში, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა “სიტის” 16 წლამდელთა გუნდთან იმუშავა და მათთვის ვარჯიშებიც ჩაატარა. მან პირველი ვარჯიში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თებერვალში ჩაუტარა. ეს ყველაფერი CITY +-მა ახალი დოკუმენტური ფილმის ‘Together: Champions Again!’-ის […]
The Best FIFA: როგორ გადანაწილდა საქართველოს ხმები?
17 იანვარს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის საუკეთესოები დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ხმა ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მთავარმა მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მისცეს. საინტერესოა, ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა, მათი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა: ლიონელ მესი, ნგოლო კანტე, ჟორჟინიო ვილი სანიოლი: ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე ზურაბ ფოცხვერია: რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ […]
ნაგელსმანმა ლაიფციგს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა | ბაიერნის მომდევნო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?!
მიუნხენის “ბაიერნის” მომდევნო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლებს, რომელმაც “ლაიფციგის” ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა. ნაგელსმანის თხოვნის შესახებ ინფორმაციას kicker-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, 33-წლის გერმანელი სპეციალისტი “ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ივლისამდე იკავებს, თუმცა ნაგელსმანმა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა ითხოვა. სპეციალისტების მტკიცებით, ნაგელსმანს “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს. ვრცელდება ინფორმაცია, […]
ბაიერნმა ფლიკი გააკრიტიკა
ბუნდესლიგის 29-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში, “ვოლფსბურგი” “ბაიერნს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. ყველასათვის მოულოდნელად, “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა – ჰანსი ფლიკის მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება სურს. “დღეს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა მსურს. ხელშეკრულების გაწყვეტა ზაფხულში მინდა, ეს ფაქტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, […]
ჰანსი ფლიკის ისტორიული ტრიუმფი
ჰანსი ფლიკი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე “ბაიერნს” დიდების მოპოვებაში დაეხმარა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ასისტენტის როლში, 2020 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი მთავარი მწვრთნელის რანგში უდიდესი გავლენა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა “ბაიერნმა” “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა და ჩემპიონატის გამარჯვებული მეექვსედ გახდა. ჰანსი ფლიკმა პირადი რეკორდიც […]