ნიკა ამაშუკელის კომენტარი ებენ ეთზებეტის ეპიზოდის შესახებ | VIDEO
რაგბი TV-ს ანალიტიკური პოდკასტის “ჯენტლმენების თამაში” მე-6 ეპიზოდი ნიკა ამაშუკელს დაეთმო. საუკეთესო ქართველმა არბიტრმა პოდკასტის ავტორთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და ევროპის ჩემპიონთა თასზე, ებენ ეთზებეტის მიერ “ჰარლექუინსის” წინააღმდეგ გატანილი ლელოს შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
პირველად ჩემპიონთა თასზე – ნიკა ამაშუკელი და ქართული სამსაჯო ბრიგადა!
ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი პირველი ქართველი მსაჯები (ასევე ტიერ2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი) არიან, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმუშავებენ. ტურნირი 1995 წელს, “ჰეინეკენის თასის” სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ. 2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, […]
მორიგი აღიარება – ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩს განსჯის
12 დეკემბერს ევროპის ჩემპიონთა თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, “კასტრი” “ჰარლექუინსს” დაუპირსპირდება. აღნიშნული შეხვედრის მთავარ მსაჯად ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასის მატჩს განსჯის. გასულ წელს, ამაშუკელმა “ჩელენჯ თასზე” “ლონდონ აირიშისა” და “კარდიფის” მატჩი იმსაჯა. შეგახსენებთ, “შემოდგომის ერთა სერიის” ეგიდით გამართულ სანაკრებო ტესტ-მატჩებში, ნიკა ამაშუკელი […]