მუნდიალი 2022 | ჰიუნ-მინ სონი: “ნუ დაგვადანაშაულებთ! – ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღეთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან განცდილი მარცხის – 1:4 შემდეგ, სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა, ჰიუნ-მინ სონმა თავისი გუნდის მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმზე გამოსვლა შეაფასა. “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ნუ დაგვადანაშაულებთ. ამ ბრაზილიელი ფეხბურთელებიდან რომელიმეს თუ სივრცეს მისცემთ, მაშინ ისინი გოლს აუცილებლად გაგიტანენ. არასწორი იქნება, რომ ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი […]
სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – კორეელი მუნდიალზე ითამაშებს
ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კორეელი შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ლონდონის “ტოტენჰემის” მარცხენაფლანგელმა საკუთარ Instagram-ის სთორიში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყატარში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს. 30 წლის ფეხბურთელმა სახის არეში დაზიანება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “მარსელის” წინააღმდეგ (1:2) მიიღო და მოედანი მატჩის 28-ე წუთზე დატოვა, რის გამოც […]
ტოტენჰემმა და სონმა შეთანხმებას მიაღწიეს: კორეელმა შემტევმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
“ტოტენჰემის” თავდამსხმელმა, ჰიუნ-მინ სონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია “დეზების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, “ტოტენჰემს” და კლუბს ერთმანეთის მიმართ სამსახურეობრივი ვალდებულება 2025 წლამდე ექნებათ. He’s here to stay. pic.twitter.com/74uHVTN8IJ — Tottenham Hotspur (@SpursOfficial) July 23, 2021 ბოლოს მხარეებმა ხელშეკრულება 2018 წელს, 2023 წლამდე გაახანგრძლივეს, ბოლო […]
ყველაზე ‘მკვლელი ფორვარდები’ – თავდამსხმელები, რომლებიც საგოლე შანსებს საუკეთესოდ იყენებენ
სტატისტიკური კომპანიის Understat.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა ევროპის ყველაზე “მკვლელი” თავდამსხმელების სია გამოაქვეყნა. მონაცემები ე.წ xG-ი კომპონენტითაა დამუშავებული, სადაც 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, ევროპულ ჩემპიონატებში გოლების რაოდენობასთან ერთად, დაანგარიშებულია შექმნილი და გამოყენებული მომენტების რაოდენობაც. ყველა სტატისტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, სიის სათავეში “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი აღმოჩნდა, რომელმაც 61 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მის კონკურენტებთან შედარებით […]
სონის გოლით ტოტენჰემმა წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
სონი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა
“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა “დეზებს” “ბარნლის” კარში გატანილი ერთადერთი გოლით მორიგი 3 ქულა მოუტანა და პირად აქტივში საოცარი სტატისტიკური მაჩვენებლები შეიტანა. 28 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 6-ზე მეტი გოლი გაიტანა თავისი კლუბის პირველ სამ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. სონს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 8 გატანილი გოლი აქვს, […]