ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ქართველმა ლეგიონერმა – გოგა ბითაძემ, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “ინდიანა პეისერსმა” გამთენიისას “ჰიუსტონ როკეტსი” 121:118 დაამარცხა. ბითაძე, რომელიც პარკეტს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, ბროგდონთან ერთად გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. გოგამ 26 წუთში – 23 ქულას (6-დან 6 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 9 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და […]