ბელგიური გამოცემა voetbalnieuws.be საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის მომავლის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ვარაუდობს, რომ ქართველი ფეხბურთელი “გენტს” მალე დატოვებს. “სეზონის შესანიშნავი დაწყების შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” სურათიდან მთლიანად გაქრა. ჰაინ ვანჰეზბრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპ ტალანტის გამოყენებაზე, მაგრამ ქართველი ახლა დასკვნას თავად გამოიტანდა. ამ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე საბოლოოდ იმ გზაზე იყო, რომ კარიერა დაებრუნებინა. […]