“მილოუკი ბაქსის” ფორვარდმა, იანის ანტეტოკუნმპომ NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მესამე შეხვედრაში, “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ, 31 წუთში, 35 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა. ამ შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბერძენი კალათბურთელი ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი-ოფის საწყის სამივე შეხვედრაში სულ მცირე 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. […]