საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნირო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XV-ე ტურის ეგიდით, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელი “ტორპედოს” “დინამო ბათუმთან” მარცხით – 1:2 დასრულდა. ანალოგიური ანგარიშით, ოღონდ საშინაო კედლებში იმარჯვა თბილისის “ლოკომოტივმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტ “საბურთალოს” სძლია. 2:1 […]