ერლინგ ჰოლანდმა “სევილიასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დუბლი შეასრულა. მეორე გოლი 20 წლის ნორვეგიელმა პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ერლინგმა თერთმეტმეტრიანი მეორე ცდაზე გაიტანა, რადგან პირველი დარტყმის დროს მეკარე იასინ ბონომ წესები დაარღვია. მაროკოელმა კარის დარაჯმა პირველი მოგერიების შემდეგ ჰოლანდს რაღაც უთხრა, რის შესახებაც ნორვეგიელმა თამაშის შემდეგ ისაუბრა: “ძალიან რთული შეხვედრა იყო. პირველის […]