გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იკიოი დადგა. გასული 5 დღის კვალობაზე იკიოისგან ტოჩინოშინის დამარცხებას არავინ ელოდებოდა, თუმცა ქართველი გულშემატკივარი ლევანის ტრავმებიდან გამომდინარე, მაინც დაძაბულად შევხვდით შეხვედრას. საბოლოოდ, ლევანმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა, მან იკიოი ცუკიოტოშის კიმარიტეს საშუალებით […]