როგორც მოსალოდნელი იყო იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს გამთენიისას სუმოს ახალი რეიტინგი ანუ ბანძუკე გამოაქვეყნა. მაკუუჩი დივიზიონში ამოვიდნენ ენჰო და ტოკუშორიუ, რომლებიც შესაბამისად დასავლეთის და აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირები იქნებიან. მე-13 მაეგაშირა იქნება უმაღლეს დვიზიონში ახლადდაბრუნებული ჩიომარუ, ხოლო ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებული შიმანოუმი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსს მოირგებს. როგორც მოსალოდნელი იყო სერიოზულად დაქვეითდა ტოჩინოშინის თანაგუნდელი ტოჩიოძანი რომელიც ამჯერად […]