ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი “პარი სენ-ჟერმენში” თავს ცუდად გრძნობს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაზეც წინა კვირებშიც აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ბოლოს ნიდერლანდელის არასახარბიელო მდგომარეობას კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა – სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები ვარჯიშების დროს მას მხარს არ უჭერენ. L’Equipe იტყობინება, რომ მათი მხარდაჭერის ნაკლებობის მიზეზი, სავარაუდოდ, მომდინარეობს ჭორებიდან, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან იმ კონკურენციის გამო, რომელსაც ვეინალდუმი […]