ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
პრემიერ ლიგის 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნების მიხედვით
პრემიერ ლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ჩემპიონატია. აქ თავმოყრილია უამრავი ლეგიონერი, რომლებმაც ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” დაასახელა სხვადასხვა ეროვნების 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. არგენტინა 1) სერხიო აგუერო 2) კარლოს ტევესი 3) პაბლო საბალეტა 4) ხავიერ მასკერანო 5) გაბრიელ ჰაინცე ბელგია 1) ედენ აზარი 2) კევინ დე ბრუინი […]
14 წელი რიკელმეს საბედისწერო შეცდომიდან (ვიდეო)
2006 წლის 25 აპრილს, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ყველაზე უიღბლო მატჩი ჩაატარა. 2005/2006 წლების სეზონის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს ლონდონის “არსენალი” და “ვილიარეალი” უპირისპირდებოდნენ. პირველი შეხვედრა “მეთოფეებმა” კოლო ტურეს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. განმეორებითი შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. მატჩის 90-ე წუთზე გაილ კლიშიმ მეტოქე, საკუთარ საჯარიმოში წააქცია და ამის გამო “არსენალის” კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან […]
მარკ კლატენბურგმა ყველაზე უდისციპლინო 5 ფეხბურთელი დაასახელა
ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, რომელიც პრემიერ ლიგისა და ევროპული ტურნირების მატჩებს 2004-2017 წლებში უძღვებოდა, 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, მოედანზე ყველაზე ცუდი დისციპლინით გამოირჩეოდნენ. გასაკვირი არაა, რომ მის სიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, ირლანდიელი როი კინი მოხვდა, რომელიც მოედანზე გამორჩეული სიხისტით და დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდა. როი კინთან ერთად, მარკ კლატენბურგმა იენს ლემანი, პეპე, რიო ფერდინანდი […]
2003/04 წლების სეზონის არსენალი – სად არიან პრემიერლიგის წაუგებლად მომგები ფეხბურთელები ახლა?
2003/04 წლების სეზონში ლონდონის “არსენალმა” ფურორი მოახდინა და პრემიერლიგა წაუგებლად მოიგო. იმ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი გახდა 30 გოლით. ამის შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს კარიერა არ აეწყო, ზოგიერთი კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა. Live.ge გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა მოკლე ბიოგრაფიებს, ვინც პრემიერლიგის იმ სეზონში “არსენალში” 1 მატჩი მაინც ჩაატარა. იენს ლემანი – 38 მატჩი […]