ლაციოს სპორტულ დირექტორს თავს პიტბული დაესხა
Corriere dello Sport-ის ინფორმაციის თანახმად, “ლაციოს” სპორტულ დირექტორს და მის ორ პუდელს თავს გაავებული პიტბული დაესხა. “ლაციოს” სპორტული დირექტორი იგლი ტარე საკუთარი ვილის მახლობლად რომის გარეუბანში მშვიდად სეირნობდა თავის ორ საყვარელ პუდელთან ერთად, რა დროსაც მათ გაავებული პიტბული დაესხა თავს. ტარემ პიტბულის მოგერიება სცადა და ფეხის ტრავმა მიიღო. პუდელებს ნაკლებად გაუმართლათ: ერთ-ერთი მათგანი პიტბულმა სასიკვდილოდ […]
“სილვა კაცი არ არის!” ლაციოს სპორტული დირექტორი განრისხებულია
დავიდ სილვა, რომელსაც მანჩესტერში უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელად მოიხსენიებენ, “ლაციოში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო: კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო და ესპანელს უკვე რომში ელოდებოდნენ, თუმცა მოვლენები მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა და სილვა “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელი გახდა. Sky Sports Italia-ს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ტვიტერზე ვკითხულობთ, რომ დავიდ სილვამ ესპანურ გუნდთან მოლაპარაკება ფარულად აწარმოა და უკეთესი შეთავაზების მიღებისას, რომაულ […]