ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრწყინვალედ ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. პირველ დღეებში ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი თუთაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, დღეს კი საქმეში მამაკაცებს შორის 90,100 და +100 ხოლო ქალებს შორის 70 და +78 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვნენ. 90 კგ-ში წონის ფავორიტმა ლაშა ბექაურმა ესტონელი საიმონ სულა, გერმანელი ლუი […]