პეპ გვარდიოლას სურს, რომ ილქაი გიუნდოგანმა მორიგი სეზონი კვლავ “მანჩესტერ სიტიში” გაატაროს, თუმცა ცნობილია, რომ გერმანელი ნახევარმცველი მოლაპარაკებას “ბარსელონასთან” აწარმოებს. გიუნდოგანის შეძენის ინიციატორი ხავია, რომელსაც გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და პედრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება სურს სურს. გასულ კვირას, კატალონიურმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მეორე მხრივ, “სიტის” ამოცანა გიუნდოგანის შენარჩუნებაა. ისტორიულ სეზონში, როდესაც მანჩესტერულმა […]