ბითაძე კარიერას ორლანდო მეჯიქში გააგრძელებს
“ინდიანა პეისერსიდან” გაშვებული გოგა ბითაძე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ცენტრი “ორლანდო მეჯიქის” ღირსებას დაიცავს. “მადლობა მოგონებებისთვის” – ინდიანა გოგა ბითაძეს დაემშვიდობა | VIDEO “ორლანდოს” საკალათბურთო ოპერაციების ხელმძღვანელმა – ჯეფ ველტმანმა დაადასტურა, რომ “მეჯიქმა” ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა ფრენჩაიზის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, ბითაძის კონტრაქტის დეტალები ამ დროისათვის არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ […]
გოგა ბითაძე და ინდიანა ოკლაჰომასთან დამარცხდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ოკლაჰომასა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. ოკლაჰომაში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 126:106 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. “ინდიანას” ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 6:16 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულისა და 3 მოხსნის დაგროვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს NBA-ში ტრეიდებისთვის […]
მილუოკი 132:119 ინდიანა – უხვქულიანი მატჩი ქართველების გარეშე
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “მილუოკისა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. მილუოკიში, “Fiserv Forum”-ზე გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:119 დასრულდა. NBA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის აღნიშნული დაპირისპირება იმ გარემოებითაც იყო საინტერესო, რომ “მილუოკის” რიგებში სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს – ხოლო “ინდიანას” ღირსებას გოგა ბითაძე იცავს, თუმცა, ქართველებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ბაქსის” გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ […]
ბითაძე და ინდიანა დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ნიუ იორკისა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. ნიუ იორკში, ლეგენდარულ “Madison Square Garden“-ზე გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 119:113 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ “ინდიანა პეისერსის” ქართველ ცენტრს – გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 15:01 წუთში ბითაძემ 5 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი […]
მამუკელაშვილსა და ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცათ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “მილუოკისა” და “საკრამენტოს” დაპირისპირება შედგა. მილუოკიში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 126:113 დასრულდა. “ბაქსის” ქართველ ფორვარდს – სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. მამუმ პარკეტზე 1:18 წუთი დაჰყო ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სროლის შესრულება შეძლო, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა. პარალელურ შეხვედრაში, “მინესოტა” “ინდიანას” დაუპირისპირდა. მინეაპოლისში გამართულ დაპირისპირებაში, მასპინძლებმა 121:115 […]
მამუკელაშვილის 8 ქულა – ბითაძემ კვლავ არ ითამაშა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 102:109 დასრულდა. “მილუოკი ბაქსის” შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 23:02 წუთში, 8 ქულის, 6 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა სამიდან ორი 3-ქულიანი ზუსტად შეასრულა. მამუკელაშვილის მარგი ქმედების […]
ბითაძის ბრწყინვალე სტატისტიკა მცირე სათამაშო დროში
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “საკრამენტოსა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. საკრამენტოში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 137:114 დასრულდა. “ინდიანა პეისერსის” რიგებში გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა და აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 4:01 წუთში, ბითაძემ 8 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო. ბითაძემ ორივე ნასროლი 2-ქულიანი […]
მამუკელაშვილსა და ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცათ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “კლიპერსისა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 114:100 დასრულდა. “ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ პარკეტზე 7:52 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში, 5 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო. “ინდიანას” დამარცხებაში ლომის წილი ივიცა ზუბაჩმა დაიდო. “კლიპერსის” ცენტრმა პირად აქტივში 31 ქულა, […]
ინდიანა დამარცხდა – ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ინდიანასა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 101:115 დასრულდა, რითიც “პეისერსის” 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. “ინდიანას” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ პარკეტზე 15:27 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. “ინდიანას” პარალელურად, რიგით მე-5 მარცხი იწვნია […]
მამუკელაშვილი დაბრუნდა, ბითაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა!
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ოკლაჰომასა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რის შემდეგაც “ოკლაჰომა” “მილუოკისთან” 132:136 დამარცხდა. იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე “მილუოკის” მხსნელად, ჯეივონ კარტერი მოევლინდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:46 წუთში, 36 ქულის, 4 მოხსნისა 12 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, […]
მამუკელაშვილი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა, ბითაძეს მცირე დრო მიეცა!
1 ნოემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩები გაიმართა. NBA-ის ქართველი გულშემატკივრისათვის, განსაკუთრებით საინტერესო 2 მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც “ინდიანა პეისერსი” და “მილუოკი ბაქსი” ასპარეზობდნენ. “ბრუკლინი” გოგა ბითაძის “ინდიანას” დაუპირისპირდა და 116:109 დაამარცხა. “პეისერსის” ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7:48 დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ურიგოდ არ გაისარჯა. მცირე დროში, ბითაძის მონაგარი 2 ქულას, 3 მოხსნასა და […]
კორკმაზთან მომხდარი ინციდენტის გამო, ბითაძეს სტვენით შეხვდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ფილადელფიასა” და “ინდიანას” დაპირისპირება შედგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 120:106 დასრულდა. “ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, გოგა ბითაძემ პარკეტზე 20:45 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, “პეისერსის” ქართველმა ცენტრმა 3 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “Wells Fargo Center“-ში, გოგა ბითაძეს არც ისე სახარბიელო დახვედრა მოუწყვეს. […]