“ყველაზე საშინელი” – ასე შეაფასეს ინგლისელმა ფანებმა იტალიელი მომღერლის მიერ შესრულებული ჰიმნი| VIDEO
გუშინ იტალიასა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის საკვალიფიკაციოს პირველი რაუნდი გაიმართა, რომელიც საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა 1:2 მოიგო. ანგარიშის მიუხედავად, ინგლისელი გულშემატკივარი გუშინდელი საღამოთი მაინც უკმაყოფილო იყო. ისინი თვლიან, რომ მათი ჰიმნი იტალიელმა მომღერალმა საშინლად შეასრულა. თუ მომღერლის რეაქციიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, დასაწყისშივე მის ყურსასმენებს პრობლემა შეექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მან ინგლისის ეროვნული ნაკრების ჰიმნის ტექსტი […]
სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მუნდიალისთვის ინგლისის შემადგენლობა ივარაუდა
სუპერკომპიუტერის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს სრულიად განსხვავებული სახე ექნება. ეს თერთმეტეული სხვადასხვა სტატისტიკაზე დაყრდნობით არის შედგენილი. მეკარეები და მცველები 90 წუთში გაშვებული გოლების რაოდენობის ხოლო, ნახევარმცველები გოლებისა და ასისტების მიხედვით არის შერჩეული. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ თავდამსხმელები ამ სიაში მეტოქის კარში გატანილი გოლების მიხედვით არიან შეყვანილნი. ასე გამოიყურება, სუპერკომპიუტერის მიხედვით, […]
“ვფიქრობ კეინი ამაყი უნდა იყოს იმით, რაც გუნდისთვის გააკეთა” – უგო ლორისი
საფრანგეთისა და ინგლისის ნახევარფინალური დაპირისპირება ბრიტანელებისთვის ცუდად დამთავრდა. გარეთ საუთგეიტის გუნდი “ლე ბლესთან” დამარცხდა და კატარის მუნდიალს გამოეთიშა. ყველაზე მძიმე მატჩი აღმოჩნდა ჰარი კეინისთვის, რომელმაც პენალტი ააცილა და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. საფრანგეთის კარს კეინის თანაკლუბელი უგო ლორისი იცავდა. აცილებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ფრანგმა კარის დარაჯმა პირველი კომენტარი დააკეთა და ჰარი გაამხნევა. “რთული თამაში გამოდგა ინგლისის […]
შესაძლოა, გარეთ საუთგეიტმა დაკავებული პოსტი დატოვოს
საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა; “ბოლო 18 თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო. ამ დროის განმავლობაში, ყველაფერზე ვთქვი უარი. ჩემს თავში ახლა ბევრი რამ ხდება. ზუსტად არ ვიცი წასვლა სჯობს თუ დარჩენა. როდესაც ასეთი დონის ტურნირს ეთიშები სწორად ფიქრი რთულია. მსურს სწორი გადაწყვეტილების მიღება და ვფიქრობ ახლა სწორი მომენტი არ არის.” ვრცელდება ინფორმაცია, რომ […]
მუნდიალი 2022 | მე-19 სათამაშო დღე
ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაში შედის. 6 დეკემბერს უკანასკნელი 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა და მუნდიალის 1/4-ფინალში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. 1/4-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი […]
მუნდიალი 2022 | სტერლინგი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდა
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი კატარში დაბრუნდა და მის გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. “მან ბევრი ვარჯიში გამოტოვა და ორი გრძელი ფრენა ჰქონდა. ეს მომზადებისთვის კარგი არ არის.” – განაცხადა გარეთ საუთგეითმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ვარჯიშებს დაუბრინდა. რაჰიმი გუნდთან ერთადაა და საფრანგეთის მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა “სამი ლომის” შეკრება […]
“ბოდიში, რომ გაწუხებთ, ფოტო შეიძლება?” | საკამ ბექჰემს ფოტოს გადაღება სთხოვა | VIDEO
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბუკაიო საკა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს ფოტოს სთხოვს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ყოფილ “წითელ ეშმაკს” ფოტოს გადაღებას მორცხვად თხოვს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8-ფინალში სენეგალი 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზურიც მოიპოვა. “სამი ლონი” შემდეგ შეხვედრას მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.
“ის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა” – ნასერ ალ ხელაიფი ბელინგემზე
ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა აფრიკელები 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოპოვა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა თავი საგოლო გადაცემით გამოჩინა. გარდა ამისა, ის მოედანზე გამორჩეული მოთამაშე იყო და გუნდისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო. ახალგაზრდა ინგლისელის კარგი თამაში […]
მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: “საფრანგეთი ინგლისისთვის კარგი გამოცდა იქნება”
გარეთ საუთგეიტმა საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ინგლისისთვის კარგი გამოცდა იქნება. “საფრანგეთზე რა შემიძლია ვთქვა, ინგლისისთვის კარგი გამოცდა იქნება. ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან და გუნდი გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეებით ჰყავთ დაკომპლექტებული. მათ წინააღმდეგ თამაში და გოლების გატანა ძალიან რთულია, ამიტომ ეს ფანტასტიკური გამოწვევა იქნება.” შეგახსენებთ, რომ გუშინ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, […]
გარი ნევილი: “უოკერი ერთადერთია, ვისაც მბაპეს შეჩერება შეუძლია…”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა – გარი ნევილმა, 2022 წლის მუნდიალის მოახლოვებულ 1/4-ფინალზე ისაუბრა, სადაც ინგლისი – საფრანგეთის დაპირისპირება შედგება. “ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველი გვყავს, რომელიც კილიან მბაპესთან გამკლავებას შეძლებს. ფიზიკურობის, ტემპისა და გამოცდილების თვალსაზრისით კილიან მბაპეს ასყვანად, უოკერზე უკეთესი მცველი ამ მომენტში არ მახსენდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მბაპე ფეხს […]
სენეგალის დამარცხების შემდეგ, ინგლისის ნაკრებს სასტუმროში ასე დახვდნენ | VIDEO
გუშინ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა აფრიკელები 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოპოვა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. სასტუმროში დაბრუნებისას, ინგლისელ ფეხბურთელებს მომსახურე პერსონალი გულთბილად შეხვდა და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს. ამ ზეიმს თავად ფეხბურთელებიც შეურთდნენ.
მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. 3 დეკემბერს, გულშემატკივარმა ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება იხილა – ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, ხოლო არგენტინამ, ასევე სანახაობრივ მატჩში ავსტრალია 2:1 დაამარცხა. ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე […]