ინიაკი უილიამსი უნიკალური ფეხბურთელია – ესპანელმა ფორვარდმა ბილბაოს “ატლეტიკის” შემადგენლობაში, ზედიზედ 236-ჯერ იასპარეზა და საკუთარი სტაბილურობით, ბასკ გულშემატკივარს თავი შეაყვარა. თუმცა ყველაფერს დასასრული აქვს – “სან მამესის” ფავორიტმა კოჭის ტრავმა მიიღო. “ლა ლიგის” მე-3 ტურში, “ატლეტიკმა” “კადისი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ანგარიში ინიაკი უილიამსმა 24-ე წუთზე გახსნა, თუმცა მოედნის დატოვება ნაადრევად, 54-ე წუთზე მოუწია. 2016 წლის […]