სერხიო ბუსკეტსი ბარსელონას სეზონის ბოლოს დატოვებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი კლუბს დატოვებს. 34 წლის ფეხბურთელს “კამპ ნოუზე” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. დიდი ალბათობით კატალონიელები სერხიოს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ესპანელი კარიერას “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პიკესა და ალბასგან განსხვავებით, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სათადარიგოთა სკამზე, ბუსკეტსი […]
ინტერ მაიამი 0:6 ბარსელონა | მიმოხილვა
ბექჰემის შვილი მამისგან დამოუკიდებელი შემოსავლებით მილიონერი გახდა
რომეო ჯეიმს ბექჰემი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო “ბრენდის” დევიდ ბექჰემის ოთხ შვილს შორის ასაკით მესამეა, თუმცა ამავე დროს ყველაზე მდიდარი და საინტერესოა, რომ მან ეს არა თუ მისი კიდევ უფრო მდიდარი და წარმატებული მამის დახმარებით, არამედ დამოუკიდებლად, Puma-სთან გრძელვადიანი სპონსორობის ხელშეკრულების მეშვეობით მოახერხა. 19 წლის ინგლისელი ამჟამად “ინტერ მაიამი 2-ში”თამაშობს, იმ კლუბის სტრუქტურაში, რომელიც […]
ბუქმეიქერების პროგნოზი: სად გააგრძელებს გარეთ ბეილი კარიერას?
ბრიტანულმა ბუქმეიქურულმა კომპანიამ მადრიდის “რეალის” შემტევის, გარეთ ბეილის კარიერული მომავლის შესახებ პროგნოზები გააკეთა. 32 წლის უელსელმა გარემარბმა წინა სეზონი იჯარის წესით ყოფილ კლუბში, “ტოტენჰემში” გაატარა, ახლა კი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა, თუმცა “ბლანკოსების” შემადგენლობაში მისი დარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. დიდი ალბათობით, იგი კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდის რიგებს დატოვებს. OddsChecker-მა უელსის ნაკრების ლიდერის სამომავლო კლუბების შესახებ პროგნოზები […]
ინტერ მაიამიმ ფილადელფიას ძმები იგუაინების გოლებით მოუგო (ვიდეო)
ფილ ნევილი დევიდ ბექჰემის კლუბს გაწვრთნის
Theathletic-ის ცნობით ფილ ნევილი თანახმაა, რომ დევიდ ბექჰემის საფეხბურთო კლუბი “ინტერ მაიამი” ჩაიბაროს და მთავარი მწვრთნელის ამპლუაში წარსდგეს. ცნობის თანახმად ფილ ნევილი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ოფიციალურად დაინიშნება აღნიშნულ თანამდებობაზე. ფილ ნევილისათვის ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მამაკაცთა საფეხბურთო გუნდს ჩაუდგება სათავეში – ინფორმაციისთვის, 2018 წელს ნევილი ინგლისის ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ბექჰემის მიერ […]
ინტერ მაიამისა და მთავარი მწვრთნელის გზები გაიყო
MLS-ში სადებიუტო სეზონის შემდეგ, “ინტერ მაიამისა” და მთავარი მწვრთნელის – დიეგო ალონსოს გზები გაიყო. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დიეგო ალონსოს დღეები მთავარი მწვრთნელის პოსტზე დასასრულს უახლოვდება. სადებიუტო სეზონში “ინტერ მაიამიმ” 7 გამარჯვება მოიპოვა, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 13 მარცხი იწვნია. აღნიშნული მაჩვენებლით, “ინტერ მაიამიმ” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიცია […]
ფედერიკო იგუაინი “ინტერ მაიამიში” უმცროს ძმას შეუერთდა
“ინტერ მაიამიმ” “დისი იუნაიტედიდან” ფედერიკო იგუაინი დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 წლის ნახევარმცველი თავის უმცროს ძმასთან, გონსალო იგუაინთან ერთად ითამაშებს. Official: Federico Higuaín ✍️ Veteran midfielder joins #InterMiamiCF in a trade with D.C. United, and will join his brother Gonzalo! — Inter Miami CF (@InterMiamiCF) October 10, 2020 აქამდე ძმებს ერთად მხოლოდ “რივერ პლეიტში” […]
იგუაინმა MLS-ში სადებიუტო მატჩში პენალტი ააცილა და იჩხუბა (ვიდეო)
ოფიციალურად: იგუაინი დევიდ ბექჰემის კლუბში გადავიდა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, 32 წლის ცენტფორვარდი – გონსალო იგუაინი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. გონსალო იგუაინი დევიდ ბექჰემის “ინტერ მაიამიში” გადავიდა. ინფორმაცია თავად ამერიკულმა კლუბმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. Without further ado… Welcome to Inter Miami, Gonzalo Higuaín! pic.twitter.com/tZ8uPkbqeq — Inter Miami CF (@InterMiamiCF) September 18, 2020 არგენტინელმა ცენტრფორვარდმა “იუვენტუსის” მაირუსით 149 მატჩში […]
იგუაინის 14-წლიანი ევროპული კარიერა დასრულდა
გონსალო იგუაინი MLS-ში გადასვლის ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი “ინტერ მაიამისთან” 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 32 წლის იგუაინი ყოფილ თანაგუნდელ, ბლიზ მატუიდის შეუერთდება. წყაროს მტკიცებით, იგუაინსა და დევიდ ბექჰემს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი “ინტერ მაიამის” ღირსებას 2022 წლის დეკემბრამდე დაიცავს. კლუბის ცვლილება იგუაინის 14-წლიან ევროპულ კარიერას დაასრულებს – ევროსარბიელზე […]
მატუიდი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ბლეზ მატუიდი ევროპულ კარიერას ასრულებს. 33 წლის ნახევარმცველი უახლოეს მომავალში “ინტერ მაიამის” შეუერთდება. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი განცხადებით, გუნდდბს შორის შეთანხმება შედგა და მატუიდის სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ “ინტერ მაიამი” დევიდ ბექჰემის მფლობელობაშია. ლეგენდარულმა ინგლისელიმა ფეხბურთელმა MLS-ში გუნდი ახლახანს ჩამოაყალიბა. ბლეზ მატუიდი “იუვენტუსში” 2017 წელს გადავიდა. 33 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა […]