კეპას დასჯას სარიც აპირებს
კეპა არისაბალაგას ლიგის თასის ფინალში მომხდარ ინციდენტს არ პატიობენ. ესპანელ მეკარეს დღეს “ჩელსიმ” ვერდიქტი გამოუტანა – კეპას ერთი კვირის ხელფასი ჩამოეჭრება. ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის დასჯას ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარიც აპირებს. იტალიელი სპეციალისტი კეპას “ტოტენჰემთან” თამაშის შემადგენლობაში არ დააყენებს.
ჩელსიმ კეპა დასაჯა
ლონდონის “ჩელსიმ” ლიგის თასის ფინალში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კეპა არისაბალაგა დასაჯა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებული მატჩის მიწურულს, ესპანელმა მეკარემ შეცვლაზე უარი თქვა. “ჩელსის” კარის დარაჯმა თამაშის შემდგომ ბოდიში მოიხადა, მაურისიო სარიმ კი თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კეპა მაინც დასაჯოს. 24 წლის მეკარე ერთი კვირის ხელფასს ვერ მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, […]
ჯონ ტერი კეპასა და სარის შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
დღეს “ჩელსისა” და “სიტის” შორის ინგლისის თასის ფინალური დაპირისპირება გაიმართა. მატჩის დამატებითი ტაიმის მიწურულს, პენალტების სერიამდე სარისა და კეპას შორის ინციდენტი მოხდა. ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს გუნდის კარის დარაჯის შეცვლა სურდა, რაზეც კეპა არ დათანხმდა. გაგიჟებულმა სარიმ ყვირილი დაიწყო და გასახდელისკენ გაიქცა. აღნიშნულ ინციდენტს “ჩელსის” ლეგენდა, ჯონ ტერი გამოეხმაურა: “როდესაც ხედავ, რომ მწვრთნელს გაჰყავხარ, მას უნდა […]
ცხინვალის პრესსამსახური თურქეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” პრესსამსახური თურქეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ანტალიაში, შეკრებაზე მყოფი გუნდის ფეხბურთელებს ბრალი სავაჭრო ცენტრში ქურდობაში ედებოდათ. “ქართული საფეხბურთო (და არა მარტო საფეხბურთო) საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი კლუბი შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს. დაარსების დღიდან კლუბი იცავს ფიფას მიერ დადგენილ და უმთავრეს პრინციპად აღიარებულ FAIR PLAY-ის წესებს. უფრო მეტიც, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ […]