საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნების მიმართვა და მხარდაჭერა (ვიდეო)
საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნები შეიკრიბნენ და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვეტერანმა მორაგბეებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენ იმ თაობის მორაგბეები ვართ, რომლებმაც რაგბი საკუთარ ენთუზიაზმზე დავიწყეთ. აეროპორტშიც კი გვეძინა ხოლმე და თამაშებზე საკუთარი სახსრებითაც წავსულვართ, აბუსერიძე მაშინ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როდესაც ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა და დიდ წარმატებას მიაღწია. […]
მალხაზ ურჯუკაშვილი | ქართულ რაგბს ცვლილებები სჭირდება
საქართველოს რაგბის კავშირში არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე, ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” მალხაზ ურჯუკაშვილმა კომენტარი გააკეთა. ურჯუკაშვილის მტკიცებით, ქართულ რაგბს ვცლილებები სჭირდება. “ქართულ რაგბს ცვლილებები სჭირდება. რაგბის კავშირს ძალიან დიდი ხანია ერთი გუნდი მართავს. იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ “ბექგრაუნდში” კვლავ იგივე ხალხი რჩება. მათი მმართველობის დროს გარკვეულ სიმაღლემდე მივედით, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, ქართული რაგბი წინ არ წასულა და […]
ირაკლი აბუსერიძე | გამარჯობა ქართული რაგბის გულშემატკივარო!
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე არსებული მწვავე დაპირისპირების პარალელურად, ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ქართული რაგბის გულშემატკივარს მიმართავს. მიმართვის ბოლოს ირაკლი აბუსერიძემ მისი მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეების სია გამოაქვეყნა. ირაკლი აბუსერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: გვინდა, რომ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამინდში, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით ხართ ტრიბუნებიდან […]
ვიტო კოლელიშვილი | არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამ ყველაფერს მალე დაინახავენ
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებას, “ბორჯღალოსანი” ვიტო კოლელიშვილი ეხმაურება. კოლელიშვილის მტკიცებით, ირაკლი აბუსერიძე ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია და გარეშე ძალებმა რაგბის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ. კოლელიშვილის თქმით, ქართული რაგბის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ადამიანების უმრავლესობა, ირაკლი აბუსერიძეს უჭერს მხარს. “ფაქტია რომ არ უნდათ რაგბის განვითარება და ზედმეტად ერევიან მის შიდა საქმეებში. არჩეული […]
ლევან ღვაბერიძე | ფრანგული კლუბების 80%-ს გამოცდილი მენეჯერები მართავენ
მორაგბე ლევან ღვაბერიძე მისი სარაგბო კარიერის პერიოდში ტოპ 14-ში, საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში თამაშობდა; 2009 წლიდან სპორტული აგენტია; 2018 წლიდან კი საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელია ევროპაში. “რაგბში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია და მიუღებელია ის განწყობა და ურთიერთობის ფორმები, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა. ეს არ არის დაპირისპირება, უბრალოდ მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ განვითარების გზებს და […]
ვეტერან მორაგბეთა განცხადება
24 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ქვორუმი არ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. მოქმედი წესდების თანახმად, განმეორებითი ყრილობა და რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 10-30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 24 […]
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო
24 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ქვორუმი არ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. ქვორუმის ვერ შედგენის შესახებ, გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა და გამგეობის წევრმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადეს. მოქმედი წესდების თანახმად, განმეორებითი ყრილობა და რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 10-30 დღის განმავლობაში უნდა […]
Midi Olympique | საქართველო: საარჩევნო სკანდალი?
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სკანდალს, ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “მიდი-ოლიმპიკი” ეხმაურება. 15 თებერვალს, “მიდი-ოლიმპიკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სტატია: “საქართველო: სკანდალი არჩევნების ირგვლივ?” ქართულ ენაზე ითარგმნა და ირაკლი აბუსერიძის Facebook გვერდზე განთავსდა. “საქართველო: საარჩევნო სკანდალი?” მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრირა გამარჯვებული და სავარაუდოდ, 24 თებერვალს […]
საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს რაგბის კავშირში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ბაჩო ხურციძე არალეგიტიმურს უწოდებს, ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს განცხადება დაახარვეზა და მას დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად კონკრეტული დრო მისცა. მიმდინარე წლის 6 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით […]
საქართველოს რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს
30 დეკემბერს, რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” სავარჯიშო ბაზაზე, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო დელეგატების შეკრების შემდეგ, კვორუმი შედგა და ხმის მიცემის პროცედურა გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. ვეტერანმა ქართველმა მორაგბებ 31 ხმა დააგროვა – მისმა მოწინააღმდეგე გოჩა სვანიძემ კი 10 ხმის დაგროვება შეძლო. საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების […]
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
16 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი (ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე) იბრძვის. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფორმატისა და თარიღის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა […]
ოფიციალურად: რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო!
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რაგბის კავშირის არჩევნები, რომელიც 31 იანვარს უნდა ჩატარებული, დროებით გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით არჩევნები 24 თებერვალს ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც დილის 12:00 საათზე რაგბის კავშირში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის: ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე (მოქმედი პრეზიდენტი) იბრძვიან. […]