დიდი 10 | ლელო-სარასენსი 38:34 ყოჩები
დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ლელო-სარასენსმა’, ბოლნისის ‘ყოჩებს’ დასკვნით 7 წუთში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და დაძაბულ მატჩში 38:34 იმარჯვა. „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ნაღდი სარაგბო, ქართული დერბი გაიმართა. ორი პრინციპული მეტოქის დაპირისპირება ტრადიციულად თვალსასეირო საყურებელი გამოდგა და მოედნის გარშემო შემოკრებილმა ქომაგმა ჯამში 10 ლელოს ხილვით ისიამოვნა. ‘ლელოს’ ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა კლუბის მაისურით 250-ე თამაში ჩაატარა, […]
ქანდის ტურნირი “ყაზბეგმა” მოიგო (ფოტო/ვიდეო)
გასულ კვირას სოფელ ქანდაში რაგბის კლუბ “მუხას” დაარსების აღსანიშნავად 13-წლამდე მორაგბეთა ტურნირი გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანების იდეა ბორჯღალოსნებს – პირველ ქართველ ცენტურიონ მერაბ კვირიკაშვილს და ირაკლი ყიასაშვილს ეკუთვნით, რომლებმაც განვლილი სეზონი “ყაზბეგში” გაატარეს. ამ იდეას “ყაზბეგის” კაპიტანი ვაჟა მაისურაძე გამოეხმაურა და მეგობრებთან, ზურაბ კორკელიასთან და გიორგი ანდრონიკაშვილთან ერთად, სოფელ ქანდაში “მუხა” დაარსა. ტურნირში ექვსმა გუნდმა მიიღო […]
ახალი სარაგბო კერა ქანდაში
ვეტერანი ბორჯღალოსნების, მერაბ კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის ინიციატივით, რაგბის კლუბ “ყაზბეგის” მორაგბეები მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანებას იწყებენ. გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ პირველი ნაბიჯი სოფელ ქანდაში და მის შემოგარენში გადადგა, სადაც უკვე მოინახულა რამდენიმე სკოლა და მოსწავლეები ტურნირზე მიიწვია. მაისურაძეს ადგილობრივი ბიზნესმენი თემურ წიკლაური დაეხმარა, რომელმაც ქანდაში არსებული სარაგბო მოედანი გადასცა. იქ 11 აპრილს, 11 საათზე 13-წლამდე მორაგბეთა […]
ირაკლი ყიასაშვილი | ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც უკეთ გამოგვდის
ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი ყიასაშვილი იმედოვნებს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მალე დასრულდება და როგორც ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ. “უკვე ყველა დაიღალა ამ გაურკვევლობით და მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესი უმოკლეს დროში დასრულდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც კლუბებისთვის, რომლებსაც დაფინანსება ჯერ არ მიუღიათ, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც დღე-დღეზე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.” “მმართველობის […]