6 ახალი ფეხბურთელი სამგურალში – წყალტუბოელებმა ლოკომოტივიდან და თელავიდან წასულებიც დაიმატეს
წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად აქტიურად ემზადება. საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში 2021 წლის სეზონიდან დაბრუნებულმა გუნდმა კიდევ 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. იმერულ კლუბში “თელავიდან” წამოსული ლიდერები, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე, “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე ლევან შოვნაძე, გორის “დილას” ცენტრალური […]
ლოკომოტივის შემდეგ თელავიც – კახური კლუბი წამყვან ფეხბურთელებს ემშვიდობება
სასპონსორო თანხების დაკარგვის შედეგად, ფინანსური პრობლემების წინაშე “ლოკომოტივის” შემდეგ, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კიდევ ერთი გუნდი დადგა – არსებული შემადგენლობის შენარჩუნების პრობლემა “თელავსაც” დაუდგა. როგორც კახური კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, გუნდმა ვერ შეძლო ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე შეთანხმება და აქედან გამომდინარე, თელაველთა რიგებს, მთავარი მწვრთნელის შემდეგ, წამყვანი მოთამაშეებიც ტოვებენ. პირველადი ცნობით, გუნდი მიხეილ ბაშელეიშვილმა, ირაკლი რუხაძემ, თორნიკე […]
ეროვნული ლიგა: XXX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური არამხოლოდ სათამაშო კვირის, თვის ან წრის, მთლიანად, სეზონის რამდენიმე გადამწყვეტი შეხვედრით გამოდგა დასამახსოვრებელი. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში ერთმანეთის უშუალო და გამოკვეთილი კონკურენტები დაუპირისპირდნენ და საჩემპიონო, ევროსარბიელისთვის თუ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, პოტენციურად გადამწყვეტი შეედგებიც კი დააფიქსირეს. საუკეთესო ათეულში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ერთმანეთს “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ. […]
ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ და ცხრილში სიახლეები და სენსაციური შედეგებიც ვიხილეთ. მეოთხე სათამაშო კვირა 17 ივნისს, სამტრედიაში, ადგილობრივი “სამტრედიასა” და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა – 2:1 იმარჯვეს. ეროსი მანჯაგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გოლები სტუმართა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ […]
7 გოლი, 10 ბარათი და თავისუფალი დარტყმა ეროვნულ ლიგაში – სამტრედიამ სეზონში პირველად გაიტანა, სადებიუტო ქულამდე კი ცოტა დააკლდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ბოლოსწინა შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მიმდინარე სეზონის მეორე ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა: “დინამო თბილისი” – “საბურთალოს” მსგავსად, “სამტრედია” – “ლოკომოტივშიც” 7 გოლი გავიდა და მასში გამარჯვება თბილისელებმა მოიპოვეს – 4:3. შეხვედრის პირველ ნახევარში, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და ისე ჩანდა, რომ მატჩს მარტივ […]
საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ირაკლი რუხაძე იჯარის წესით “სამტრედიაში” გაუშვა. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც წინა სეზონში, კახური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ლიგაში 5 გოლის გატანა მოახერხა, სეზონის ბოლომდე იმერული კლუბის მაისურით ითამაშებს. სამი ტურის შემდეგ, “თელავს” 4 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო “სამტრედია” ჯერჯერობით უქულოა და ცხრილის […]
თელავი საქართველოს თასის მეოთხედფინალში ითამაშებს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მეექვსე შეხვედრა თელავში შედგა, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის დებიუტანი ორი კლუბი დაუპირისპირდა. კახეთის ცენტრში, ადგილობრივმა “თელავმა” თბილისის “მერანს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. წყვილში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ და სტატუსი საწყის წუთებშივე გაამართლეს. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა ბურთზე კონტროლი დაუყოვნებლივ დააწესეს და მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს. ამან შედეგი მალევე გამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ნახევარი დასრულდა. პირველი წრის გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა. მოქმედმა ჩემპიონმა 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 18 ქულით პირველ პოზიციაზე განთავსდა. თბილისელებმა ვიცე-ჩემპიონს ერთი ქულით გაუსწრეს – “დინამო ბათუმს” 5 გამარჯვება და 4 ფრე აქვს, გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელია. ლიდერთა სამეულს გორის “დილა” ასრულებს. […]
დებიუტანტმა პირველი მატჩი მოიგო – თელავმა შთამბეჭდავად დაიწყო და ლიდერებში გაერია
საქართველოს ეროვნული ლიგა გრძელდება. მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩი კახეთის ცენტრში გაიმართა. თელავში, “კავკასიონი არენაზე”, “თელავმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეროვნულ ლიგაში აღზევებული ორი გუნდი შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მასპინძლებმა სამ ტურში სამი ფრე ითამაშეს, თუმცა ქულები აღიარებულ ლიდერებს, თბილისის და ბათუმის “დინამოს” და ასევე გორის “დილას” დააკარგვინეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგება, […]