რუმინული სპორტული გამოცემა gsp.ro მათი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის “უნივერსიტატეა კრაიოვას” თბილისის “ლოკომოტივთან” მატჩს საკმაოდ კრიტიკული წერილით გამოეხმაურა და ამ წაგებას მათი ფეხბურთის ისტორიის ღამის კოშმარიც კი უწოდა. “უნივერსიტატეა კრაიოვა” რუმინული ფეხბურთის ღამის კოშმარის სერიის გაგრძელებაა. რუმინული გუნდების “რეიკიავიკთან”, “დუდელანჟთან” და პრილეპის “პობედასთან” მარცხის შემდეგ, კრისტიანო ბერგოდის გუნდი, რომელიც წილისყრის შემდეგ ერთპიროვნული ფავორიტი იყო, თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდა. […]