მუნდიალი 2022 | მეათე სათამაშო დღე
სრულიად მსოფლიოს ყურადღება კატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, კატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო […]
რობი სევიჯმა ირანთან მარცხის შემდეგ, უელსის ნაკრები გააკრიტიკა
დღევანდელი სათამაშო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე ირანისა და უელსის დაპირისპირებით დაიწყო, სადაც ამ უკანასკნელმა შეხვედრა 2:0 დათმო. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ აზიელებმა შეძლეს და მეტოქეს ბოლო წუთებში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ირანისათვის ეს გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში, მესამე იყო. ბრიტანელების მარცხს უელსის ნაკრების ყოფილი მოთამაშე რობი სევიჯი გამოეხმაურა: მე ახლაც შემიძლია ირანის […]
მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე
20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი. გულშემატკივარმა არგენტინისა და გერმანიის მარცხით, მუნდიალზე უკვე იხილა ორი სენსაცია, თუმცა მეხუთე სათამაშო დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე მეხუთე სათამაშო დღეს, ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის […]
მუნდიალი 2022 | ირანელ მეკარეს მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა
ირანის ეროვნული ნაკრების მეკარეს – ალირეზა ბეირანვანდს მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა. 30 წლის მეკარეს ტვინის შერყევა დაუდასტურდა, ასევე მას ცხვირი აქვს გატეხილი და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ 2 თამაშში მონაწილეობას მიღებას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ირანი ინგლისს დაუპირისპირდა და 2:6 განადგურდა. მატჩის მე-9 წუთზე კი […]
მუნდიალი 2022 | მე-2 დღის მიმოხილვა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ინგლისი Vs. ირანის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრამ ყურადღება პირველი წამიდან მიიპყრო: ფეხბურთელებმა და მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ეს მასშტაბური და დიდი გზავნილი იყო. ვიდეოებისა და ფოტოების კოლაჟებმა მსოფლიო მედია მოიცვა. მესიჯი ნათელია: ტოტალიტარულ, მჩაგვრელ და სრულიად რეგრესულ ხელისუფლებასთან ჭიდილში, თითქმის ყველა […]
მუნდიალი 2022 – ინგლისი 6:2 ირანი | მიმოხილვა
მეჰდი ტარემიმ ინგლისის ნაკრებს გაუტანა | VIDEO
მუნდიალი 2022 | ირანის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ცოტა ხნის წინ, ირანის მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა ყატარში გასამგზავრებელი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. მეკარეები: ალირეზა ბეირანვანდი, ჰოსეინ ჰოსეინი, პაიამ ნიაზმანდი, ამირ აბედზადე მცველები: რამინ რაზეიანი, აბოლფაზლ ჯალალი, ჰოსეინ ჯანანიზადეგან, შოია ხალიზადე, მორზა პურალიგანჯი, ჰაჯიდ ჰოსეინი, სადეგ მოჰარამი, მილად მოჰამადი, ეჰსან ჰაჯისაფი ნახევარმცველები: საიდ ეზადოლაჰი, აჰმად ნუეოლაჰი, ალი ქარიმი, რუზბე ჩეშმი, ვაჰიდ ამირი, მეჰდი თორაბი, ალირეზა […]
ირანის სახელმწიფო ძალების წარმომადგენლებმა, პლაჟის საფეხბურთო ნაკრების ყველა მოთამაშე დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტსმენებმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ირანმა საემიროების საკონტინენტთაშორისო პლაჟის ფეხბურთის თასი მოიგო, სადაც ფინალში ბრაზილია დაამარცხა. თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა. შეხვედრის დაწყებამდე ირანელმა ფეხბურთელებმა, პროტესტის ნიშნად, ჰიმნი არ შეასრულეს. გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ, […]
“უკრაინა მუნდიალზე უნდა იყოს. ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნას არ იმსახურებს!” – სერგეი პალკინი
ფიფას მოუწოდებენ, რომ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანი მოხსნან და მისი ადგილი უკრაინამ დაიკავოს. ამ თვის დასაწყისში, უფლებადამცველთა ჯგუფმა Open Stadiums-მა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდა, რომ ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნას. მიზეზად მათ ქვეყანაში ქალთა უფლებების უხეში შელახვა სახელდება. გარდა ამისა, ირანს, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთის მხარდაჭერაშიც სდებენ ბრალს. ბრიტანეთის თავდაცვის […]
ირანელმა ფეხბურთელებმა, პროტესტის ნიშნად, ქვეყნის სიმბოლოები დაფარეს
ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ეროვნული ჰიმნის დროს საკუთარი ქვეყნის სამკერდე ნიშნები დაფარეს. ამ ნაბიჯით მათ გამოხატეს პროტესტი იმ მოვლენების გამო, რაც მათ ქვეყანაში ხდება. პოლიტიკური და სოციალური არეულობა ირანში 22 წლის სკოლის მასწავლებლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაიწყო. როდესაც ეროვნული ჰიმნი უკრავდა ირანის მოთამაშეები შავი ქურთუკები იდგნენ და ასე ფარავდნენ მათი ქვეყნის სიმბოლოს. მოთამაშეთა […]
1979 წლის შემდეგ პირველად – ირანში ქალები სტადიონზე დაუშვეს
ამ წუთებში ირანის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კამბოჯას უპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ირანელი ქალებისთვის ისტორიული გამოდგა. ისინი სამშობლოში სტადიონზე 1979 წლის შემდეგ პირველად დაუშვეს. ირანისა და კამბოჯას ნაკრებების შეხვედრაზე დასწრებას 3500-მდე ირანელი ქალი ახერხებს.