ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელია
ეტლით ფარიკაობაში საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე 15:2 დაამარცხა. ხეცურიანმა ფინალურ ასპარეზობაში ტაილანდელ საისუნ იანას მოუგო (15:12) და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად ბრძოლას ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც განაგრძობენ. წყარო: Georgian Paralympic Committee
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა
2023 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ – ირმა ხეცურიანმა, ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა. სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანმა წარმატებით იასპარეზა. ხეცურიანმა რაპირით ბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ხმლით ფარიკაობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.
პარალიმპიადა 2020 | თიბილაშვილისა და ხეცურიანის წარმატებული ასპარეზობა
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტო – 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. პარალიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტსმენები საქართველოსთვის მედლის მოპოვებას სპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან. – ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა. ხმლით ფარიკაობაში საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A-კატეგორია) შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და […]
ქართველი სპორტსმენების განრიგი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე
ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტო – 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. პარალიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სპორტსმენები საქართველოსთვის მედლის მოპოვებას სპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან. – ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა. 25 აგვისტო – ეტლით ფარიკაობა ხმლით ფარიკაობაში საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A-კატეგორია) შეეცდებიან. ორივე კატეგორიის […]
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-15 ოქრო მოიპოვა
იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე. დღესვე ნინა თიბილაშვილს საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. ჯგუფური ეტაპის ყველა ბრძოლის […]
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონია!
პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო თასის მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა. ბ“ კატეგორიაში ირმა ხეცურიანმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი და პლეიოფშიმონაწილეობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში მოსახვედრად ის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ტაილანდელ ჯანა სეისუნის დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა “ბ” კატეგორიის ხმლით ფარიკაობის ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მოფარიკავე, ოლენა ფედოტა დაამარცხა.
2018 წლის მთავარი ქართული სპორტული მოვლენები (ფოტო/ვიდეო)
ფეხბურთი 2018 წელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. UEFA-ს ერთა ლიგის მიღმა, 2018 წელს საქართველოს ნაკრებმა 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯამში, საერთაშორისო ამხანაგურ და და ერთა ლიგის მატჩებში „ჯვაროსნებმა“ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს. ჩატარებულ 10 შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელს დამარცხდა. ერთადერთი და დასანანაი მარცხი, […]