ბენასერი 6 თვით იუქმებს
“მილანის” ნახევარმცველის ისმაელ ბენასერის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ალჟირელი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. მუხლის მძიმე ტრავმის გამო, გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო – სარეაბილიტაციო პროცესი კი 6 თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა და მოედანზე დაბრუნებას მომდევნო სეზონის პირველი 3 თვის განმავლობაშიც […]
ისმაელ ბენასერის გოლი ნაპოლის კარში | VIDEO
მილანმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა
“ემპოლის” ალჟირელი შემტევი, ისმაელ ბენასერი “მილანის” ფეხბურთელია. “როსონერის” აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება 16 მილიონი ევრო დაუჯდა. ბენასერს ბევრი მსურველი ჰყავდა, თუმცა პაოლო მალდინის ზარმა ყველაფერი “მილანის” სასარგებლოდ გადაწყვიტა 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის აფრიკის თასზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, “ემპოლიში” კი ბენასერმა 77 მატჩი ჩაატარა. რადე კრუნიჩის, ტეო ერნანდესის და რაფაელ ლეაოს შემდეგ ეს “მილანისთვის” რიგით […]
აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის
აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისმაელ ბენასერი “მილანში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა. “ემპოლის” 21 წლის ფეხბურთელი მილანში ლა მადონინას კლინიკაში 22 ივლისს მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისმაელ ბენასერი “მილანის” მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენასერის სანაცვლოდ “როსონერი” 16 მილიონ ევროს იხდის.
“მილანი” სარეკორდო ტრანსფერთან ახლოსაა
გავრცელებული ხმების თანახმად მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ანხელ კორეა “მილანში” გადასვლას დათანხმდა. SKY ITALIA-ზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა ჯერი მხოლოდ კლუბების მოლაპარაკებებზეა. მადრიდულ კლუბს კორეას გაყიდვა 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურს, “როსონერი” კი მხოლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა აპირებს. აღსანიშნავია ისიც რომ ანდრე სილვა “მონაკოში” გადასვლასთან ახლოსაა და […]