ყველას, ვინც ახლა სახლშია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემს გულს მღელვარებითა და შიშით ავსებს. ვერც აღგიწერთ, როგორი საშინელია, უყურო იტალიის ტანჯვას და ყოველდღე ამდენი გარდაცვლილის შესახებ გაიგო. ჩემი გული მათთანაა, ვისაც კორონავირუსმა ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით მათთან, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინონ. […]