იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა დინო ძოფმა ტურინის “იუვენტუსთან” დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შედეგად გუნდმა ძალიან დიდი ძალა მიიღო. ძოფის თქმით, მიმდინარე წელს „იუვენტუსი“ ყველაზე საშიშ ძალას წარმოადგენს და გუნდი მადრიდის „რეალზე“ ძლიერია. “დარწმუნებული ვარ მათ ძალებში. თუკი გუნდის შემადგენლობას დავუკვირდებით, ეს სიმართლეა, თუმცა რამდენად გაამართლებს ჩემი პროგნოზი, ეს მეორე მხარეა,” […]