პოცეკომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ემოციურად აღნიშნა | VIDEO
გუშინდელ შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა საქართელოს წინააღმდეგ 84:85 იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გაინაღდა. იტალიელთა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ეს მოგება საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ საქართველო 4 მოგებითა და 4 წაგებით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, იგივე შედეგი აქვს ისლანდიასაც, რომელიც ჩვენი ნაკრების მთავარი კონკურენტია. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
ჯანმარკო პოცეკო: “ევრობასკეტზე საუკეთესო კალათბურთი ვაჩვენეთ”
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ მისი კალათბურთელები, საფრანგეთთან მარცხის შენდეგ, შეაქო და თქვა, რომ მათით ამაყობს. “მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით. ყველამ ნახა თამაში და მათი კლასი ნათლად გამოჩნდა. მე მიყვარს ჩემი მოთამაშეები. რაც მათ ევრობასკეტზე აჩვენეს, საოცარია. ისინი პირველივე დღიდან ყველა ვარჯიშზე მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ. ამის გამო მათ ყველას პატივს ვცემ. მე ნამდვილად ვამაყობ […]
საფრანგეთმა იტალია 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა
დღეს ევრობასკეტზე 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. ფრანგები პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ და შეხვედრის საწყისი ნახევარი 7 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. ჯანმარკო პოცეკომ გუნდის თამაშში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა და მესამე მეოთხედში იტალიამ არაჩვეულებრივად ითამაშა, რომელიც ფრანგებს 13 ქულით მოუგეს. […]
ევრობასკეტის სათამაშო დღის დასასრული საინტერესო აღმოჩნდა
ახლახანს დასრულდა დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრები ევრობასკეტზე, სადაც სერბებმა ფინელები დამაჯერებლად 100:70 დაამარცხეს. იტალიამ კი მილანში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, სადაც ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. მატჩის საწყის წუთებში იტალიელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა, უკრაინელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხდაფეხ მისდევდნენ. საბოლოოდ ბაგაცკისის გუნდმა მოახერხა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო, […]
იტალიამ საქართველოსთან მატჩისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა
იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და ევრობასკეტისთვის წინასწარი, 17-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია იტალიელთა მთავარი ვარსკვლავი, “ბოსტონ სელტიქსის” ახალწვეული, დანილო გალინარი. იტალიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: ამედეო დელა ვალე, მარკო სპისუ, ნიკოლო მანიონი, პაულ ბილია, სტეფანო ტონუტი, დანილო გალინარი, ნიკოლო მელი, სიმონე ფონტეკიო, ამედეო ტესიტორი, ჯამპაოლო რიჩი, მატეო სპანიოლო, […]