კვირას, 10 ივლისს “ბორჯღალოსნები” პრინციპულ მეტოქეს, იტალიას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა ბათუმში, 20:00 საათზე გაიმართება. უკვე დიდი ხანია, რაც სარაგბო სამყაროს დიდი თავსატეხი გაუჩინა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება და პირველი დონის ნაკრებებისთვისაც უხერხული მეტოქეა. ამ ყველაფრის ფონზე, გვაქვს პრეტენზია, რომ ვითამაშოთ 6 ერის ტურნირზე, იტალიის ნაცვლად. “ბორჯღალოსნებისგან” განსხვავებით, “აძური” წლებია უსახურ თამაშს აჩვენებს […]