მიმდინარე კვირას ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები გაიმართა. გარკვეულია ორივე ტურნირის ყველა მეოთხედფინალური წყვილი. ევროპის ორ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ინგლისი 6 გუნდითაა წარდგენილი – “ჩელსი”, “არსენალი”, – ევროპა ლიგა, “ტოტენჰემი”, “იუნაიტედი”, “სიტი”, “ლივერპული” – ჩემპიონთა ლიგა. 21-ე საუკენეში პირველად მოხდა, რომ მეოთხედფინალებში პრემიერლიგის ექვსმა კლუბმა გააღწია.