გულშემატკივრების ვერსია – ტოტენჰემის ყველა დროის TOP 10 ფეხბურთელი
ლონდონის “ტოტენჰემის” გულშემატკივრებში ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ არის მათი კლუბის ისტორიაში ყველა დროის TOP 10 ფეხბურთელი. სულ გამოიკითხა 62 000 გულშემატკივარი, საიდანაც ათმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით ბევრი ხმა მიიღო. 10. იურგენ კლინსმანი წარმომავლობა – გერმანელი პოზიცია – თავდამსხმელი “ტოტენჰემში” თამაშის პერიოდი – თავდაპირველად 1994-1995 წლები; მეორედ – 1997-1998 წლები სტატისტიკა – 55 თამაში – 29 გოლი. […]
პრემიერ ლიგის 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნების მიხედვით
პრემიერ ლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ჩემპიონატია. აქ თავმოყრილია უამრავი ლეგიონერი, რომლებმაც ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” დაასახელა სხვადასხვა ეროვნების 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. არგენტინა 1) სერხიო აგუერო 2) კარლოს ტევესი 3) პაბლო საბალეტა 4) ხავიერ მასკერანო 5) გაბრიელ ჰაინცე ბელგია 1) ედენ აზარი 2) კევინ დე ბრუინი […]
პრემიერ ლიგის 12 ფეხბურთელი, რომლებმაც “თვის საუკეთესო მოთამაშის” წოდება პირველივე თვეში მიიღეს
მიდმინარე წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრუნო ფერნანდეში “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა. დიდი ალბათობით პორტუგალიელი, “ეშმაკების”, ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია. “სპორტინგის” ყოფილი ფეხბურთელი, შესანიშნავ ფეხბურთს გვთავაზობს და გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა. ბრუნოს კარგი თამაში დაუფასდა და გადმოსვლიდან ერთ თვეში, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი რამ ისტორიაში აქამდე 11-ჯერ მოხდა. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც, გადმოსვლიდან […]
იურგენ კლინსმანი დიდ ფეხბურთში დაბრუნდა! – გერმანელმა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბარა
იურგენ კლინსმანი, ბერლინის “ჰერტას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გერმანიის საფეხბურთო ლეგენდამ “ჰერტას” ხელმძღვანელის პოსტზე ანტე ჩოვიჩი ჩაანაცვლა. “ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის უმძიმესი იყო, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ანტე ჩოვიჩი ჰერტას წევრი იყო. ის გუნდს მთელი ენერგიით და მომდომებით უძღვებოდა, თუმცა უკანასკნელი შედეგების ფონზე, გადავწყვიტეთ რომ გუნდში სიახლე იყო საჭირო,” განაცხადა “ჰერტას” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პრეცმა. ანტე […]
გერმანიის დიდების დარბაზში ორი ლეგენდა შეიყვანეს
მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდები ოლივერ კანი და იურგენ კლინსმანი გერმანიის ფეხბურთის “დიდების დარბაზში” შევიდნენ. კანი, რომელიც ამჟამად “რეკორდმაისტერის” დირექტორთა საბჭოშია დასაქმებული, ბავარიული კლუბის გარდა, “კარლსრუეში” თამაშობდა და ბუნდესნაკრების ხელთათმანი 86 მატჩში მოირგო. ის 8-გზის გერმანიის ჩემპიონი, 6-გზის თასის, და 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. გარდა ამისა, ვეტერანმა მეკარემ 1996 […]