“შორს წავა და ევროპულ გრანდში ითამაშებს” – სიომინი კვარაცხელიას ბენეფისს გამოეხმაურა
Კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატი 23-ე ტურის შეხვედრებით დაბრუნდა. ყაზანის “რუბინმა” “ურალი” სტუმრად 2:1 დაამარცხა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ზუსტი გადაცემით თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა. Მატჩის დასრულების შემდეგ, 19 წლის ტალანტის შესანიშნავი თამაში გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა […]
კვერკველია: “სანაკრებო პაუზის შემდეგ, მოედანზე დაბრუნების იმედი მაქვს”
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვერკველიამ საკუთარ ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა. “რუსეთის ჩემპიონატში მომდევნო ტურს გამოვტოვებ, ტრავმა ჯერჯერობით თავს მახსენებს. შემდეგ სანაკრებო პაუზა გველოდება და სწორედ ამ პერიოდში ვფიqრობ მოედანზე დაბრუნებას. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება “ლოკომიტივის” მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა უნდა მიიღოს,” განაცხადა კვერკველიამ. ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატზეც ისაუბრა და “პრემიერ ლიგის” ფავორიტები დაასახელა: […]
ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ყაზანის “რუბინის” ქართველმა ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. 18 წლის ქართველი შემტევი რუსულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. გასული 6 თვის განმავლობაში, კვარაცხელია იჯარის წესით მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა. “ჩვენთვის კვარაცხელიას წასვლა დიდი მოულოდნელობაა. მჯეროდა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს გავუფორმებდით. ის სუპერტალანტია. ნახევარი წლის განმავლობაში მასთან ბევრი ვიმუშავეთ, ხვიჩას წასვლის გამო ცრემლები […]
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაქვს – ექსკლუზიური ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან
მალხაზ ასათიანი – ფეხბურთელი, რომელიც თავისი ნიჭისა და დიდი მონდომების გამო ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან შეიყვარა. ასათიანმა, რომელსაც კარიერის მანძილზე მეკარის გარდა თითქმის ყველა პოზიციაზე ჰქონდა ნათამაშები, ქართველ ქომაგს არაერთი მნიშვნელოვანი მომენტით დაამახსოვრა თავი. მნიშვნელოვანი მომენტების, გრანდში ვერმოხვედრის მიზეზის, ფავორიტი მწვრთნელებისა და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ასათიანი Live.ge-ს ესაუბრა. ვისაუბროთ თქვენი კარიერის დასაწყისზე – რომელი […]