იანგ ბოიზი 2:1 იუვენტუსი (მიმოხილვა)
იაპ სტამი: “იუვენტუსი მანჩესტერთან ფავორიტია”
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მცველმა, იაპ სტამმა Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს.
იბრაჰიმოვიჩი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს
“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ოთხშაბათს გასამართ პრინციპულ მატჩს გამოტოვებს, სადაც “როსონერი” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში, 39 წლის ზლატანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. “მილანის” მაისურით, მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 11 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ისიც აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს 6 მატჩში ზლატანმა 10 გოლი […]
იბრაჰიმოვიჩი: “მატერაცი პირდაპირ საავადმყოფოში გავაგზავნე”
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატერაცისთან დაკავშირებით პატარა ისტორია გაიხსენა. -“”იუვენტუსში” ასპარეზობისას, როდესაც ერთხელ “ინტერს” ვეთამაშებოდით, მარკო მატერაცი ისე უხეშად მეთამაშა, თითქოს “ასასინის” მებრძოლი ვყოფილიყავი. მისმა დარტყმამ დამაზიანა და ფეხი ძალიან მეტკინა, მან კი ბოდიშიც არ მომიხადა. 4 წლის შემდეგ, როდესაც უკვე “მილანში” ვთამაშობდი, “დელა მადონინას” დროს მარკოს “ტაეკვანდოს” ილეთი გავუკეთე და ისე დავაგდე მინდორზე. […]
იგუაინი იუვენტუსთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, გონსალო იგუაინი “ბიანკონერისთან” დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. არგენტინელი ფორვარდი, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “მილანის” რიგებს შეუერთდა. როგორც ჩანს, ტურინული გრანდიდან “მილანში” გადასვლას, იგუაინი კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. გულდაწყვეტილმა გონსალო იგუაინმა, იმედგაცრუება ვერ დამალა და სკანდალური განცხადება გაავრცელა. “ყველაფერი გავაკეთე გუნდისათვის და “იუვენტუსთან” ერთად არაერთ ტიტულს დავეუფლე – შემდეგ კი კრიშტიანუ მოვიდა. რონალდუს […]
იგუაინი: 2014 წელს კარიერის დასრულება მინდოდა
გონსალო იგუაინი იმ არგენტინის ნაკრების წარმომადგენელია, რომელიც 2014 წლის მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებთან დამატებით დროში 1:0 დამარცხდა. ფინალში, “პიპიტას” ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. ეს მომენტი მთლიანად არგენტინის ნაკრებისთვის იყო მტკივნეული. მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა იმ განცდებზე ისაუბრა, რომელიც მას ფინალის შემდეგ დაეუფლა: “თამაშის შემდეგ კარიერის დასრულება […]
იგუაინის 14-წლიანი ევროპული კარიერა დასრულდა
გონსალო იგუაინი MLS-ში გადასვლის ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი “ინტერ მაიამისთან” 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 32 წლის იგუაინი ყოფილ თანაგუნდელ, ბლიზ მატუიდის შეუერთდება. წყაროს მტკიცებით, იგუაინსა და დევიდ ბექჰემს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი “ინტერ მაიამის” ღირსებას 2022 წლის დეკემბრამდე დაიცავს. კლუბის ცვლილება იგუაინის 14-წლიან ევროპულ კარიერას დაასრულებს – ევროსარბიელზე […]
იგუაინმა საკარანტინო ზონა საპატიო მიზეზის გამო დატოვა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” 32 წლის ცენტრფორვარდმა – გონსალო იგუაინმა საკარანტინო ზონა დატოვა, რის გამოც მას იტალიის პოლიციასთან პრობლემები შეექმნა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მან ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ სამშობლოში ბრუნდებოდა. სამშობლოში დაბრუნების მიზეზი კი დედის ავადმყოფობა გახდა, რომელიც კორონავირუსის გამო მძიმედ ავადმყოფობს და მისი მდგომარეობა ამდრომდე კრიტიკულია. კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტე აჩვენა, […]
იკარდიმ შესაძლოა კარიერა არგენტინაში გააგრძელოს
“ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტის, დანიელ ანგელიკის მტკიცებით, არგენტინული კლუბის მესვეურები იკარდის თაობაზე “ინტერს” ესაუბრნენ. ანტონიო კონტემ, ბეპე მაროტამ და “ნერაძურის” პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ იკარდის ადგილი “ინტერში” აღარ არის – აღნიშნულიდან გამომდინარე, არგენტინელი შემტევის გაფორმებით არაერთი გუნდი დაინტერესდა. “ნაპოლი”, “რომა”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ახლა უკვე “ბოკა ხუნიორსი” იკარდის სამსახურით ინტერესდებიან, თავად იკარდის კი “იუვენტუსის” მაისურის მორგება სურს. […]