ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრაში “ატლეტიკო” “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართული მატჩი “ატლეტიკოს” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი სკანდალურად აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩოლოს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია. ყველასათვის გასაკვირად, დიეგო სიმეონე ჩადენილ ქმედებას არ ნანობს და მის აუცილებლობაზე საუბრობს. “ვაღიარებ, ნამდვილად არ ყოფილა […]